• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ

ალია ავტორი - ალია
13:28 04-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სპეციალიზებულ პროკურორებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად სპეციალიზებული კადრების მომზადებას.

როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მისივე თქმით, სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე პროკურორების სპეციალიზაცია უწყებას შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას. „ჩვენი მიზანია აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლება და ვფიქრობთ, რომ სპეციალიზაცია ამისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მიმართულებით, მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება“ – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თემაზე სპეციალიზაციის განხორციელების მხარდაჭერისთვის.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ნატალია ვუტოვას თქმით, მსგავსი სახის სასწავლო მოდული ძალიან მნიშვნელოვანია ევროსაბჭოსთვის. „ჩვენ არამხოლოდ საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტების შემუშავებას ვახდენთ, არამედ ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ხდება პრაქტიკაში აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაცია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურადაა ჩართული განახლების პროცესსა და ტრენინგებში. “ – განაცხადა ნატალია ვუტოვამ.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის თამარ საბედაშვილის განცხადებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არის მნიშვნელოვანი უფლების დარღვევა, რომელთან ბრძოლაც გამოწვევად რჩება. „მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი მგრძნობელობით და პროფესიონალიზმით მივუდგეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამ საკითხებს“ – აღნიშნა თამარ საბედაშვილმა.

ოთხდღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების, კანონმდებლობის, საგამოძიებო და საპროკურორო მუშაობის სტანდარტების, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების და დაზარალებულთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური ასპექტების თაობაზე. სპეციალიზაციის კურსის ფარგლებში ამ ეტაპზე 59 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი გადამზადდა.

საქართველოს პროკურატურაში, ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თემაზე სპეციალიზაცია დაინერგა. აღნიშნული დანაშაულების საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში საპროცესო ხელმძღვანელობას მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები ახორციელებენ.

სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნულ თემაზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved