• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე ღარიბაშვილს პატივს ვცემდი, ახლა ამ განცხადებით, საკუთარ ცხვირში თავადვე მოირტყა ხელი – გია კორკოტაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:45 04-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი.

– „ნამახვანჰესზე“, რიონის ხეობის გაყიდვსა და ამის გამო აგორებულ საპროტესტო ტალღაზე რას იტყვით?

–„ნამახვანჰესია“ ხერხემალი  იმ უბედურებებისა, რაც გვჭირს. ყველა უნდა გაერთიანდეს ამ  თემის გარშემო. ყველა უნდა შეუერთდეს ამ პროტესტს, რომ გავტეხოთ წელში, ხერხემალში ყველა უბედურება და უიღბლობა. ვინც ნაწყენია ერთმანეთზე, კეთილი უნდა ინებონ და შერიგდნენ ქვეყნის სასიკეთოდ. ვინც ამპარტავნულად გადგება გვერდზე, ვინც პირად წყენას თუ ამბიციას ახლა დააყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, მე იმ ხალხთან ვერ დავდგები. ახლა, მთლად გარყვნილი და ხელიდან წასული ადამიანი თუა, სხვა არის, მაგრამ პატარა შეცდომები ერთმანეთთან ყველას აქვს დაშვებული და ეს ძველი წყენა ყველამ უნდა დაივიწყოს, კუდაბზიკობის დრო აღარ არის. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, არაო, უნდა აშენდეს „ნამახვანჰესიო“. მე ირაკლი ღარიბაშვილს პატივს ვცემდი, რომ ადრე  ოჯახის ინსტიტუციაზე, მართლმადიდებლობაზე სერიოზული განცხადებები გააკეთა, ბევრი ისეთი თქვა და გააკეთა კიდეც, რაც ქართველი კაცის გულშია და მოსაწონია. ახლა ამ განცხადებით, საკუთარ ცხვირში თავადვე მოირტყა ხელი.

– ყველას გაერთიანებასა და ძველი წყენის დავიწყებაზე რომ  საუბრობთ, ეროვნულ ძალებს გულისხმობთ?

– იცი, რა არის, შემოგევლე? ეს სიტყვები, „ეროვნული ძალები“, გაიაფდა. რა. ვიღაც სამი კაცი  დადგება ერთად, ერთი იძახის, მე ზვიადის ვიცნობდი, მეორე ამბობს, მე მერაბ კოსტავას ვიცნობდი და იბრალებენ ეროვნულობას. როგორ ხარ ეროვნული, შენი ნაცხოვრები ცხოვრება მითხარი ერთი, ან, სად ყოფილხარ  მამულისათვის, სად დაგიღვრია სისხლი, რა ბიჭი ხარ და რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის. იმას ვიცნობდი, ამას ვიცნობდი და ეროვნული ვარ, ეგრე არ არის. ძალიან გაიაფდა ეს „ეროვნული“. აი, როგორც ხალხური სიმღერა „შავლეგო“ იყო ერთ დროს. „შავლეგოსნაირად“ მე სიმღერა არ მიყვარდა, მაგრამ ისეთმა ხალხმა დაიწყო ამ სიმღერის მღერა, ძალიან გაიაფდა და გაუბრალოვდა. დღეს ისევ მომინდა. „შავლეგო“ ვიმღერო. ისეთი სიმღერაა, ჯიგრიანი, სისხლს აგიდუღებს. აი, ვიღაც „ტუფტა“ ტიპები რომ მღერიან, იმათ გააუფასურეს. ეროვნული მოძრაობა იყო თავის დროზე.  მაშინ იმ ეროვნულ მოძრაობაში ისეთი ხალხი იყო, იმათთან ახლოს არ ვიცი, დღევანდელებიდან მივა ვინმე? მაგარი ბიჭი იყავი და დამდგარიყავი მათ გვერდით, მისულიყავი და იმ ეროვნული მოძრაობის ნაწილი გამხდარიყავი. კალიმა აქეთ დაგრჩებოდა, ისეთ დღეში ჩაგაგდებენ. ახლა ეროვნული მოძრაობა არ არის და ძალიან ხელოვნური, რაღაც არაცოცხალია, ეროვნულ მოძრაობაზე რომ ლაპარაკობენ. სხვა სიტყვა უნდა მოინახოს, რომ ეროვნული მოძრაობის სახელის ქვეშ არ ერთიანდებოდნენ ყალთბანდი ადამიანები. ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა, მოდით, დაუდექით  გვერდით ამ სახალხო პროტესტს, დაივიწყეთ, რომ ვიღაცას არ სცემთ პატივს. ნაწყენი ხართ ვინმეზე? დაივიწყეთ და ერთად გააკეთეთ ეს საქვეყნო საქმე.

– კაი, ეროვნულებს აღარ ვახსენებ და ეს „ნამახვანჰესის“ გამო აგორებული პროტესტი, გააერთიანებს ხალხს და ისეთი პროტესტი აგორდება, რომელიც სერიოზულად შეარყევს ხელისუფლებასაც და იმ ოპოზიციურ ძალებსაც, რომლებიც თურქეთის შიშით, ხმას ვერ იღებენ ხელისუფლების  აშკარა ღალატზე, თურქულ კომპანიაზე გაყიდულ რიონის ხეობაზე?

– კი, კი, გაერთიანდებიან. მუხტი მუშაობს. მთავარია ღვთის წყალობა და შეწევნა ჰქონდეთ ამ კეთილ საქმეში. ვაკვირდებოდი, რა და როგორი საზოგადოება იყო და მაგათთან დავდგები, როგორც ჩვეულებრივი  ჯარისკაცი და მაგათთან ერთად გავიტან მაგ თემას.

თეგები: გია კორკოტაშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved