• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინაციის პროცესზე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად Facebook-ჯგუფი შეიქმნა

ალია ავტორი - ალია
15:03 04-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, ასევე, ჯანსაღი დისკუსიისა და მსჯელობის წახალისების მიზნით სოციალურ ქსელში Facebook-ჯგუფი – „COVID-19 & ვაქცინაცია (V-Talk Georgia)“ შეიქმნა.

აღნიშნული ჯგუფი შექმნილია სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების – ნინო ბერაძის, ნინო კვანტრიშვილის, ეთუნა ცოტნიაშვილისა და ნინო ბენდელიანის მოხალისეობრივი ინიციატივით.

ჯგუფის შემქმნელები განმარტავენ, რომ ჯგუფის მიზანი ერთ სივრცეში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სანდო და ოფიციალური წყაროების საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თავმოყრა, ვაქცინაციის სიკეთეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამკვიდრებული მითების იდენტიფიცირება და დეზინფორმაციაზე რეაგირებაა. ამავდროულად, ჯგუფი საშუალებას აძლევს მის წევრებს, პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხებზე, გაეცნონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოსაზრებებს და როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ვაქცინირებული მოქალაქეების გამოცდილება გაიზიარონ. ჯგუფში ინფორმაცია ქართულ ენაზე ვრცელდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი სტატიები და მასალები ინგლისურ ენაზეა შეთავაზებული, რომლის ძირითადი შინაარსიც ქართულად ითარგმნება.

ჯგუფში „COVID-19 & ვაქცინაცია (V-Talk Georgia)“ გაწევრიანება როგორც ვაქცინაციის მომხრეებს, ისე ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე პირებს შეუძლიათ, ასევე მათ, ვისაც მკაფიო პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არა აქვთ ჩამოყალიბებული.

ჯგუფში ყოველდღიურად ზიარდება შემდეგი სახის ინფორმაცია:

• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), წამლების ევროპული სააგენტოს (EMA), ვაქცინების მწარმოებლების, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და სხვა ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული სიახლეები, განცხადებები და ანალიტიკური სტატიები ვაქცინების, ვაქცინაციის პროცესისა და რეგულაციების შესახებ;
• საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის სტატისტიკური მონაცემები და სიახლეები, ასევე უახლესი კვლევების შედეგები;
• სიახლეები მსოფლიოში ავტორიზებული, დამტკიცებული და გამოცდის ეტაპზე არსებული ვაქცინებისა და მათი გამოყენების შესახებ;
• საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმებისა და, ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული სიახლეები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, ვაქცინაციის პროცესისა და შესაძლო თანამდევი მოვლენების შესახებ, ასევე მათი რჩევები და რეკომენდაციები;
• ისტორიული ფაქტები, ინფოგრაფიკები, ვიდეო- და ფოტომასალები, სტატისტიკური მონაცემები და სხვა სიახლეები ვაქცინების შესახებ;
• დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დაგეგმილი საკომუნიკაციო კამპანიები და მითები;
• ჯგუფის წევრთა პირადი გამოცდილება და შეკითხვები.

ჯგუფის უახლოესი გეგმაა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაზარდოს ჯგუფის წევრების რაოდენობა, გაააქტიუროს ცენტრალური და რეგიონული მედიის ჩართულობა და ხელი შეუწყოს ხელისუფლების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიასაშუალებებისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილი საინფორმაციო და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიების პოპულარიზაციას ჯგუფის ფარგლებში.

იყავი ინფორმირებული და გაიკეთე ვაქცინა. ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად! #vtalkgeorgia.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved