• რეკლამა
  • კონტაქტი
16:29, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიც­რუეა, თით­ქოს ამ­დენ დე­დას უკ­ვდე­ბო­და შვი­ლი, მათ 90%-ს ატყუ­ებ­დნენ!” – თამუნა მუსერიძე

ალია ავტორი - ალია
19:46 04-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ცოტა ხნის წინ, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნა ჯგუ­ფი “ვე­ძებ“, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ადა­მი­ა­ნებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­თე­სა­ვე­ბის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა და უკვე 30-მდე ოჯა­ხი და­ა­კავ­ში­რა ერ­თმა­ნეთს. თა­მუ­ნა AMBEBI.GE-თან ამბობს:

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

– სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა ის, რომ თით­ქოს ამ­დენ დე­დას უკ­ვდე­ბო­და შვი­ლი. მათ 90%-ს ატყუ­ებ­დნენ, – ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და მას ჩვენ და­ვა­საფ­ლა­ვებ­თო. გა­ირ­კვა, რომ თურ­მე, თბი­ლი­სის არ­ცერთ სამ­შო­ბი­ა­როს თა­ვი­სი სა­საფ­ლაო არ ჰქო­ნია. თუ ბავ­შვი რე­ა­ლუ­რად კვდე­ბო­და, გარ­დაც­ვლილ პა­ტა­რას მშო­ბელს ატან­დნენ. ამის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, დე­დებ­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში და­ი­წყეს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბე­ბის, სა­კუ­თა­რი მშო­ბი­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ამო­ნა­წე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და მი­ვე­დით ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტამ­დე, გა­ირ­კვა, რომ ამ ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ვერ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ იმ­შო­ბი­ა­რეს – ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი არ­სად ფიქ­სირ­დე­ბა. ეს რომ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლი­ყო, ვი­ფიქ­რებ­დით, შეც­დო­მა და­უშ­ვეს, არ ჩა­წე­რეს, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ათი ათა­სო­ბით დე­დაა, რო­მელ­თაც უთხრეს, რომ შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა და მას სამ­შო­ბი­ა­როს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლავ­დნენ, მაგ­რამ ბავ­შვი სად წა­იყ­ვა­ნეს, არა­ვინ იცის. და­ვად­გი­ნეთ ისიც, რომ ეს ბავ­შვე­ბი არი­ან გა­ყი­დუ­ლი და პირ­და­პირ აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბად გა­ტა­რე­ბუ­ლი. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ თა­ვი­დან, როცა ამ ქალ­ბა­ტო­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დით, ყვე­ლა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ირ ტექსტს ამ­ბობ­და, – სამ­შო­ბი­ა­რო­ში ჩემი ნა­თე­სა­ვი, ნათ­ლია ან მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და და ამას არ გა­მი­კე­თებ­დაო. აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ, ახ­ლობ­ლებს უკე­თებ­დნენ. ახ­ლა­ხან გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დე­დამ შვი­ლი 38 წლის მერე იპო­ვა. წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ ის შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო… არა­და, იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც იმ­შო­ბი­ა­რა, გი­ნე­კო­ლო­გად მისი ნათ­ლია მუ­შა­ობ­და.

– თუ და­უ­კავ­შირ­დით რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ?

– დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ დროს სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­დნენ და გვი­თხრეს, რომ კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით დე­დას ზოგ­ჯერ იმა­საც კი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბიჭი გაჩ­ნდა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ახალ­შო­ბი­ლი გო­გო­ნა იყო და პი­რი­ქით… არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში ბავ­შვე­ბის გა­ყი­ნუ­ლი ცხედ­რე­ბი ჰქონ­დათ. ინა­ხავ­დნენ ქერა და შავგვრე­მან ბავ­შვებს და თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და შვი­ლის ცხე­დარს, მშობ­ლე­ბის გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დნენ ცხე­დარს და მათ სხვის შვილს ატან­დნენ. იმ ექი­მე­ბი­დან ბევ­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის, მაგ­რამ გვაქვს კონ­ტაქ­ტი იმ ქალ­ბა­ტო­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში იმ პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­დნენ. ტყუ­პის სქე­მა ცალ­კე იყო, უამ­რა­ვი ტყუ­პის­ცა­ლია გა­ყი­დუ­ლი. უფრო იმას აშ­ვი­ლებ­დნენ, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ჯან­მრთე­ლი იყო. ყვე­ლა სამ­შო­ბი­ა­რო­დან ხდე­ბო­და გაშ­ვი­ლე­ბა, მაგ­რამ მო­წი­ნა­ვე იყო – თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბი, ასე­ვე, სიღ­ნა­ღის, სე­ნა­კის, რუს­თა­ვის…

– შენს საქ­მე­ში ხომ არ არის სი­ხა­ლე?

– აღ­მოჩ­ნდა, რომ ვარ მო­პა­რუ­ლი და არა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი. არ ვიცი, რო­მელ სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ვი­ბა­დე. რო­გორც გა­ვი­გეთ, ბავ­შვი ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში იბა­დე­ბო­და, ის შემ­დეგ მე­ო­რე­ში გა­დაჰ­ყავ­დათ და იქე­დან აშ­ვი­ლებ­დნენ.

თეგები: თამუნა მუსერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved