• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ამდენი წელია მე რომ მედარებით, ეს ნიშნავს, რომ არავინ არ ხართ – „ბოტებს“ დაავალეს, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩაკი?…” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:04 04-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება:

“ამ დელეგაციაში მთავარი არ იყო პოზნერი, დელეგაციაში იყო ტასის გენერალული დირექტორი – ტასი ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.

სპუტნიკი – ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა.

ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები!

დააკვირდით ივანიშვილის „ბოტებმა“ რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, „დღეს სტუმარია ჩვენი“ რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! ეს ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გარბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ შერჩენილი დასავლეთში. ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი.

რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება. ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან „როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება“, „ეს რა უპატივცემულობაა“.

სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა, ან პასპორტი აქვს.

როგორც ყოველთვის, „ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები.

რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?! კიდევ მე მედარებით?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, იმას, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved