• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

COVAX გამოწვევების წინაშე დგას – ჯანმოს დირექტორი

ალია ავტორი - ალია
11:02 04-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროგრამა COVAX, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მედიკოსებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ არის.

გებრეისუსის თქმით, გასულ კვირას მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები გააჩნიათ, 10 მილიონი დოზა COVAX დაუყოვნებლივ გაუნაწილონ.

მან აღნიშნა, რომ ვაქცინების სამართლიანად განაწილებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა.

„ვაქცინების სამართლიანი განაწილებისთვის დრო ჯერ კიდევ არ ამოწურულა. დარჩა ცხრა დღე, სანამ ამ წლის 100 დღეს მივაღწევთ და მიზანი, რომ ვაქცინის მიწოდება ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და რისკ-ჯგუფებისთვის ყველა ქვეყანაში დაიწყოს, ჯერ შესრულებული არ არის. COVAX ფარგლებში 78 ქვეყანამ უკვე 35 მილიონი დოზა მიიღო, თუმცა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობისა და თანასწორი განაწილების კუთხით სერიოზული გამოწვევები მაინც რჩება“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, დამატებითი 10 მილიონი დოზის განაწილება იქნებოდა საგანგებო ზომა იმისთვის, რომ 10 აპრილამდე მედიკოსებისა და ხანდაზმულთა აცრა დაიწყოს იმ 20 ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციისთვის, თუმცა პრეპარატი ჯერ არ მიუღიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved