• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ფეხბურთის ახალი იმედი“ – რას წერს იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიაზე

ალია ავტორი - ალია
10:46 03-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

„ხვიჩა კვარაცხელია, ქართული ფეხბურთის ახალი იმედია“, – აღნიშნული სათაურით, ცნობილმა იტალიურმა სპორტულმა ინტერნეტ გამოცემამ, Calciomercato-მ, საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„კვარაცხელია არის გარემარბი, რომელსაც პრინციპში ორივე ფეხით შეუძლია კარგად თამაში. თუმცა მარცხენა ფლანგზე თამაში ურჩევნია, რადგან, ძირითადად

მარჯვენა ფეხით ურტყამს. ქართველი ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული და დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი დრიბლინგისა და პასის უნარით. უფრო მეტად სამუშაო მას დაცვით ასპექტში, თამაშის გაუმჯობესებაზე აქვს. თუმცა ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი, ამ კუთხითაც, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, რაც ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა. მისი სატრანსფერო ფასი, დაახლოებით, 25 მილიონი ევროა და ამჟამინდელ კლუბთან, კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ხვიჩა კვარაცხელია, კახი კალაძის შემდეგ, რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო ქართველი მოთამაშე და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ტალანტია“, – ვკითხულობთ სტატიაში.

აღნიშნული სტატია საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გააზიარა.

„უცნობი თუმცა ძალიან ნიჭიერი ქართველი ტალანტი“, – ასე დაასათაურა, დი მარციომ პოსტი.

28 მარტს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 2-1 დამარცხდა.

„ჯვაროსნების“ მხრიდან საუკეთესოდ, 20 წლის ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. რომელმაც მატჩში, ქართველების ერთადერთი გოლი გაიტანა. გარდა გოლისა, კვარაცხელია შესანიშნავი დრიბლინგებითაც გამოირჩა და მატჩის შემდეგ, ესპანელთა დამრიგებლის ლუის ენრიკეს შექებაც დაიმსახურა. „ხვიჩა ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ“, – განაცხადა ესპანელთა თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved