2021 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთხოვს, ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და ვადის ამოწურვამდე გაიარონ რეგისტრაცია.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე -15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს.
კომენტარები