• რეკლამა
  • კონტაქტი
07:06, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან ცუდი მუხლით არის დაკავებული, გოგი წულაია და არავის უნდა, ძალადობის გამართლება, ამიტომაც ხმას არ იღებენ ოპოზიციის ლიდერები“

ალია ავტორი - ალია
19:25 03-30-2021
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„ალიას“ ესაუბრება გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

–როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ მართლა გაანეიტრალა გოგი წულაია, მასზე შური იძია  ტელევიზიით  ბიძინა და ბერა ივანიშვილის ლანძღვის გამო?

– თუ ფართო ჭრილით შევხედავთ, შემიძლია გითხრათ, რომ გარეთ გამოსული ხალხისა ეშინია ხელისუფლებას. ისიც ვთქვათ, ვიტყვი, რომ „ნამახვანჰესის“ აქციების ორგანიზატორთაგან, ერთი გაანეიტრალეს – გოგი წულაიას ვგულისხმობ, არ დაგვავიწყდეს, რომ ის ქუთაისში ორივე აქციის  ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო.

წულაიას საქმეს სამართლებრივი კუთხით რომ შევხედოთ, არანაირი საფუძველი გოგი წულაიას დაპატიმრებას არ გააჩნდა. მერე მეორე. ასმათ დვალიშვილი რასაც ჰყვება, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.  აქედან ჩანს უკვე, რომ რაღაც პოლიტიკური ფაქტორებით მუშაობენ. სახელმწიფო ინსპექტორთან, სახალხო დამცველთან გავაგზავნე წერილები, ვუმტკიცებ, რომ გოგი წულაიას ქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები. ასევე, გავგზავნე წერილები სხვა და სხვა უნივერსიტეტების სისხლის სამართლის კათედრებზე, რომ გამცენ პასუხი, ამ კაზუსში სად არის დანაშაულის ნიშნები. რაც საფუძვლად არის აღებული, რომ დღეს მოქმედი 138–ე მუხლი, რითიც ბრალი წარედგინა, 2017 წელს შეიცვალა სტამბოლის ქალთა უფლებების დაცვის კონვენციის მიხედვით, ამასაც ვუგზავნი სასამართლოს. სტამბოლის  კონვენცია, იმგვარ ქმედებას, რაც გოგი წულაიას შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არ მიიჩნევს დანაშაულად და ამათ საიდან მოიტანეს, არ ვიცი. ეს ბრალი სამართლებრივად არის ნონსენსი. ისე, პოლიტიკურად გამართლებულად თვლიან. თუ სამართალი კანონობს, გოგი გარეთ უნდა იყოს და თუ სამართალი არაფერია და მარტო ოპოზიციონერთა დასაჭერად არის საჭირო, მაშინ ძალმომრეობას ხელისუფლების მხრიდან აქვს ადგილი და არა გოგის მხრიდან. გოგის  შაქრიანი დიაბეტიც აქვს და კაცი შიმშილობს ამდენი დღეა, მძიმეა უკვე მისი მდგომარეობა და მეტი როგორღა გამოხატოს პროტესტი? ხვალ–ზეგ, ღმერთმა დაიფაროს, დიდი შანსია, კომაში ჩავარდეს.  გარდა დიაბეტისა, გულზე შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული, გაჩეხილი და გაკერილია. ასეთი საფრთხის წინაშე დგას, ასეთ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, რომ გააგებინოს მის დამჭერებს, რომ უკანონოდ არის დაკავებული. თუმცა, ადამიანი ჩვენთან ფასეულობა არ ყოფილა და არც იქნება კარგა ხანს.

– გოგი წულაიამ ციხიდან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ნაწყენია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომ მისი მხარდამჭერი ერთი განცხადებაც არ გააკეთეს. ისე, მართლა ერიდებიან ამ საკითხზე საუბარს  წულაიას პარტნიორები და პოლიტიკური მეგობრები. რატომ იქცევიან ასე?

– ძალიან ცუდი მუხლით არის დაკავებული, ქალზე სექსუალური ძალადობის მუხლით და არავის უნდა, ძალადობის გამართლება. იმას კი არ ამბობენ, ძალადობა არ განუხორციელებიაო. ქალზე ძალადობაზეა და ამიტომ ვერ დავიცავთო. თუმცა, როგორც ვიცი, გოგის დაჭერასთან დაკავშირებით, ოპოზიცია აპირებს განცხადების გაკეთებას.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: გოგი წულაიავალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved