• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი ძლიერი ქალი ექიმები გვყავს „ნიუ ჰოსპიტალსში“

ალია ავტორი - ალია
16:42 03-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

„ალიას“ ესაუბრება უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, თვალის ოპერაცია გაიკეთა:

– ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ (ინგას ძმა ოქტომბერში გარდაეცვალა – თ.კ.), შევამჩნიე, რომ თვალები ხშირად მისივდებოდა, მხედველობა კი მკვეთრად გაუარესდა. სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფრის მეშინია, რატომღაც ახლა ძალიან ვიყავი შეშინებული. არაერთმა ადამიანმა მირჩია „ნიუ ჰოსპიტალსი“ და მეც ვარ ამ კლინიკაში ადრე ნამყოფი, მაგრამ გადამწყვეტი მაინც დედათა მონასტერში, დედაოს რჩევა იყო – „12 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია მაგ კლინიკაში და დღემდე ლოცვებში ვიხსენიებ და კმაყოფილი ვარო“, მითხრა. ისე წავედი კლინიკაში, არავის არაფერი ვუთხარი, არც ერთმა ჩემმა მეგობარმა იცოდა, ახლა კი მეუბნებიან, გეთქვა, დავრეკავდით, გამოგყვებოდითო, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ისიც მაინტერესებდა, ასე ნაცნობობის გარეშე, ასე ვთქვათ, ქუჩიდან მისულ ადამიანს როგორ მოექცეოდნენ.

პირველად მაშინ გავოცდი, როცა ანალიზები ავიღე და თანხა მითხრეს, სამჯერ გავამეორებინე, იმ ფასად სხვა კლინიკაში ერთი ანალიზიც არ გამიკეთეს. რომელ კლინიკაში არ ვყოფილვარ, გინდ ჩემი და გინდ მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და პირველად ვნახე, რომ ორმა სხვადასხვა ექიმმა გამსინჯა და კონსულტაციის თანხა მხოლოდ ერთხელ გადავიხადე. დაზღვევა არ მქონდა და ოპერაციის თანხაზეც თავად შემომთავაზეს ფასდაკლება. საერთო ჯამში ორივე თვალზე ოპერაცია ის თანხა დამიჯდა, რასაც სხვა კლინიკაში ერთი თვალის ოპერაციისთვის მთხოვდნენ.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ოპერაციის დაფინანსება ვთხოვე ჯანდაცვის სამინისტროს – მე ორივე თვალზე მეშლებოდა ბადურა, სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი ოპერაციის გაკეთება. არ ვაჭარბებ, სამინისტრომ მიპასუხა, რომ რადგან ახალგაზრდა ვარ, მანამ ვერ დამეხმარება, ვიდრე სრულად არ ჩამომეშლება ბადურა და არ დავბრმავდები! აი, რომ დაბრმავდები, მერე უკვე გადანერგვის ან სხვა ბევრად უფრო რთული ოპერაცია რომ დაგჭირდება, მერე დაგეხმარებითო. ბადურების ჩამოშლის მერე ბევრად უფრო ძვირადღირებული ოპერაციებია საჭირო, არ სჯობს, თავიდანვე დაუფინანსო? არ სჯობს 7-ჯერ ნაკლები დახარჯო და თავიდანვე მიხედო პაციენტს? – ვუთხარი, რომ დაბრმავებას არ ვაპირებდი და წამოვედი!

როგორც ზემოთ გიყვებოდით, რატომღაც ამჯერად ძალიან მეშინოდა, დაბრმავების შიში განსაკუთრებული ყოფილა, ამიტომ ნარკოზის გარეშე გავიკეთე ოპერაცია, ადგილობრივი გაყუჩებით. ოპერაციას ორი ექიმი მიკეთებდა – ელისო ბრეგვაძე და თამარ ქარდავა, მესმოდა მათი საუბარი ოპერაციისას. მე ზოგადად მაქვს კაპილარების პრობლემა, ამიტომ იმაზე ბევრად რთული სამუშაო დახვდათ, ვიდრე ელოდნენ. მშვიდად, პროფესიონალურად იმუშავეს. გარდა იმისა, რომ ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ ამ ექიმების და ზოგადად მთელი გუნდის, ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი ძლიერი ქალი ექიმები გვყავს საქართველოში.

მხედველობა უკვე გაუმჯობესდა, ორ-სამ კვირაში სრულად ვიქნები რეაბილიტირებული. ეს ფოტო ოპერაციის მეორე დღესაა გადაღებული, პომადა წავისვი სიწითლისფერი და გამომდინარე იქედან, რომ უკვე ბევრად უკეთ ვხედავ და არც სათვალე მჭირდება, განწყობა მაქვს ძალიან კარგი!

ვერ ავღწერ, როგორ მადლიერი ვარ, გარდა პროფესიონალიზმისა, უპირველესი, რითიც მოვიხიბლე, ადამიანობაა, ახლაც მომყვება ის დადებითი ემოცია, რითიც მიმიღეს, მიმკურნალეს და გამომისტუმრეს.

მიუხედავად იმისა, რომ მე გამიმართლა, დედათა მონასტრიდანაც წამომაშველეს რჩევა და სწორ კლინიკაში მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ურთულეს ოპერაციის უმაღლეს დონეზე გაართვეს თავი, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 კვირაში სრულად ვიქნები რეაბილიტირებული და მხედველობაც დამიბრუნდება სრულად და თვალების შესიებაც ჩაცხრება – ყველას მინდა გითხრათ, ჯანმრთელობის ფასი არაფერია, გაუფრთხილდით თავს, ეცადეთ, არ ინერვიულოთ, ნერვიულობამ დამიზიანა მე მხედველობა ზუსტად – ნერვიულობა კარგისკენ ვერ შეცვლის ჩვენ ცხოვრებას. ჯანმრთელობას გისურვებთ!

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved