• რეკლამა
  • კონტაქტი
08:31, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს პრემიერი “ნამახვანჰესზე”? – “ეს ტალღა უნდა შეჩერდეს, დასრულდეს”

ალია ავტორი - ალია
13:40 03-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მედიასთან განაცხადა:

„იმ მოქალაქეებისთვის მინდა, განვმარტო, რომლებიც გულწრფელად წუხან, ვინაიდან ზოგს ინფორმაცია არ აქვს. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავავალე ეკონომიკის, ასევე გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ადგილზე ჩასულიყვნენ. ჩავიდნენ, ნახეს, ყველას შეხვდნენ. ასევე, ჩვენ კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა, გამოვყო პირველი. კომპანია დავითანხმეთ და უშუალოდ კაშხლის სამუშაოები შეჩერდება ცხრიდან თორმეტ თვემდე. კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად გადამოწმდება, მათ შორის ჩვენი ექსპერტების, უცხოელი ექსპერტების, ასევე სპეციალისტების მოწვევით. კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი. ამასთან, რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი. ასევე, მოსახლეობისთვის მინდა, განვმარტო, რომ 30 მილიონი ამ კომპანიას უკვე დახარჯული აქვს. კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს „ნამახვანჰესში”.

დამისახელეთ კომპანია, რომლიც კოვიდპანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. ჩვენ ამას ჩვენივე ნებით თუ სურვილით ვეწინააღმდეგებით და სამუშაოებს ვაფერხებთ. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემა არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს.

დიდ და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო აქციები, ტალღები დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად, ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას. ეს უნდა შეჩერდეს, დასრულდეს. ამისთვის სახელმწიფო კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფრს გააკეთებს.  ვინაიდან პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, რესურსები, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად უნდა იქნას ათვისებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით. მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს. სახელმწიფოს მონაწილეობითაც, სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად განხორციელდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნამახვანჰესი“ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი. წლების წინ დამუშავებულია ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ, დაახლოებით 40 წლის წინ არის დაწყებული მუშაობა „ნამახვანჰესზე“. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა, გავმიჯნო მოქალაქეები, რომლებიც გულწრფელად არიან ჩართული ამ პროცესში და მეორე მხრივ, ანგაჟირებული, ზოგიც უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დღეს ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის გავზარდეთ წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის, ყოველწლიურად იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა.

დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ენგურჰესზე მიმდინარე სამუშაოები. მოგეხსენებათ, ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან, 7 მილიონი ევროს გრანტი ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ის სესხი, მთავრობისთვის გამოყოფილი. სამუშაოები დაიწყო იანვარში და დასრულდება მაისის ბოლოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენგურჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ენგურჰესი დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა. აქ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამეგრელო იყო დასაქმებული და ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამ ჰესის მშენებლობით, პრაქტიკულად, აშენდე მთელი ეს მხარე. ათასობით ადმიანი იყო დასაქმებული. დღესაც ენგურჰესზე მუდმივად დასაქმებულია 1200 ადამიანი. დღეს დამატებით, 650 კაცია დასაქმებული, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი გამომუშავდება სწორედ ენგურჰესის მიერ, აქედან გამომდინარე, ენგურჰესის მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე მინდა, კითხვა დავსვა უბრალოდ – ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ ენგურჰესი არ არსებობდეს დღეს ქვეყანაში. როგორც მოგახსენეთ, მთელი გენერაციის 40 პროცენტი მოდის ენგურჰესზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს ჯერ კიდევ წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა მათ შევახსენო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს.”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved