• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის გადაწყდა ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზის ყიდვა, რომელიც ქვეყანაში აპრილში შემოვა? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
01:43 03-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია სინოფარმის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.

გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოლარაპაკებები გრძელდება ფაიზერთან, ნოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან და სხვა კომპანიებთან. 

“კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია სინოფარმთან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.

მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ფაიზერთან, ნოვოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

“ალია” შეგახსენებთ, რომ სინოფარმის ვაქცინის მარეგისტრირებელი ორგანო გაერთიანებული საემიროა.

გაერთიანებული საემირო კი არ შედის იმ 37 ქვეყნის დასახელებაში, რომლის დარეგისტრირებული მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა, საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები შეიძლება იყოს!

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ალიას” მკითხველმა ჩინური ვაქცინის შესყიდვაზე ინფორმაცია 18 მარტს მიიღო, მაშინ როცა გაგაცანით ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება (15 მარტით დათარიღებული, გამოაქვეყნა მწერალმა ალექსანდრე პაიკიძემ) ჩინური ვაქცინის ყიდვის თაობაზე!

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩევლის, ექიმ ზაზა წერეთელის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტია აცრილი!

და ბოლოს, ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ არაერთი ჩინოვნიკის დაპირება, რომ ქვეყანაში მხოლოდ ის ვაქცინა შემოვა, რომელსაც ექნება ჯანმოს რეკომენდაცია!

პრემიერმა ჩინური ვაქცინის შესყიდვის განკარგულება გასცა – “ჩინური ვაქცინით ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 4% აიცრა” – (ფოტოები და ვიდეო)
თეგები: ამირან გამყრელიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved