• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, სამშაბათი, 24 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნიკალურ ოპერაციებს ატარებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ პროფესორი ირაკლი ვარძუკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:16 03-27-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
793

დაახლოებით ორი წლის წინ, ცნობილი და წარმატებული ორთოპედ-ტრავმატოლოგის, პროფესორის, მედიცინის აკადემიური დოქტორის ირაკლი ვარძუკაშვილის თაოსნობით „ნიუ ჰოსპიტალის“ ბაზაზე „მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრი“ შეიქმნა, რომელსაც თავად უდგას სათავეში და საკუთარ გუნდთან ერთად რეკორდული რაოდენობის ოპერაციებს – ხერხემლის ყველანაირი სირთულის დეფორმაციებზე, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში დიდი წარმატებით ახორციელებს.

ირაკლი ვარძუკაშვილი, კოლეგებმა და პაციენტებმა ერთხმად აღიარეს წლის საუკეთესო ორთოპედ-ტრავმატოლოგად, რამდენიმე აქტუალურ და საინტერესო შეკითხვას ჩვენი მკითხველისთვის თავად ირაკლი ვარძუკაშილი პასუხობს.

ირაკლი ვარძუკაშვილი: დაახლოებით, 10 წელია ხერხემლის რთულ დეფორმაციებზე ვმუშაობთ და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოგვცა საშუალება უფრო ფართო ასპარეზზე გვეთქვა ჩვენი სიტყვა. გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს, უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს და სტატისტიკურად, წელიწადში, მოსახლეობისთვის ხერხემლის რთული ოპერაციების 90%-95%-ს ჩვენ ვასრულებთ. რაც დრო გადის, პაციენტების რაოდენობა და ჩატარებული ოპერაციების სირთულე უფრო და უფრო იმატებს. ის დეფორმაციები, რომელთა სამკურნალოდ დაახლოებით 5 წლის წინ, საზღვარგარეთ მიდიოდნენ პაციენტები, დიდი წარმატებით კეთდება ჩვენთან. ვფიქრობ, 2021 წელს უკვე გვექნება ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისათვის რომ ასი პროცენტით დავფაროთ ყველა ის ოპერაცია, რაც საზღვარგარეთ კეთდება.

– რა შეიცვალა, რადენიმე წლის წინ არსებულ სამედიცინო მატერიალურ–ტექნიკურ ბაზასთან შედარებით და რატომ იმატა ოპერაციების რაოდენობამ?

– დაიხვეწა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეძენილ იქნა ბევრი თანამედროვე აპარატურა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა გუნდმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეიძინა. დავიწყეთ უნიკალური ოპერაციების ჩატარება.

–რა უნიკალური ოპერაციები კეთდება „მოზრდილთა და ბავშვთა ხერხემლის ცენტრში“?

– უნიკალურ ოპერაციებში მაღალი ხარისხის ხერხემლის დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა იგულისხმება, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე დიდებში. ხერხემლის დეფორმაციები, თუ ადრე მხოლოდ ბავშთა ასაკში კეთდებოდა, მრავალი წელია მოზრდილთა ასაკშიც წარმატებით ვაკეთებთ (მოზრდილ ასაკში დაახლოებით 40-65 წლის ასაკს ვგულისხმობ). ოპერაცია უნიკალურად ითვლება, როდესაც 70 წლის ქალბატონს გაუკეთებ ხერხემლის დეფორმაციის ოპერაციას და 5 დღეში საკუთარი ფეხით იქამდე არსებული ტკივილების და ხელჯოხის გარეშე წავა სახლში. მნიშვნელოვანია, ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული პროცესების სწორად დამენეჯმენტება, რასაც ვფიქრობ, ასევე წარმატებით ვართმევთ თავს. ხერხემლის ოპერაცია ყველაზე პატარა ასაკში – 3 წლის, ხოლო ყველაზე მაღალი– 70 წლის ასაკში გაგვიკეთებია.

– როგორ იქმნებოდა ხერხემლის ეს უნიკალური ცენტრი?

-დაახლოებით ორი წლის წინ, როცა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელობასთნ ერთად ამ ცენტრის შექმნის იდეა, ჩვენი მიზანი ისეთი მომსახურება და ტექნიკური ბაზის შექმნა იყო, როგორზეც მე საზღვარგარეთ მაქვს ნამუშევარი. ვემსახურებით ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობას, ეს არის ერთადერთი უნიკალური ცენტრი საქართველოში, სადაც გადაფარულია, როგორც ბავშვთა ასევე მოზრდილთა ხერხემლის დეფორმაციები. ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაოები შესრულდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. 2-3 წელში ხერხემლის ყველა პათოლოგიების მკურნალობას სრულად დავფარავთ.

– თქვენი დაკვირვებით, რა იწვევს ხერხემლის დეფორმაციებს და რა ეტაპზეა ოპერაციული ჩარევა გამოსავალი?

-სქოლიოზების 80% ძირითად იდიოპათიურია, ანუ უცნობი ეტიოლოგიის. როდესაც პაციენტი იგებს, რომ საქმე გვაქვს დეფორმაციასთან და უნდა ჩატარდეს ოპერაცია, პირობითად, 40 გრადუსზე, საქართველოში ჩნდება სხვადასხვა აზრი, ბევრი ურჩევს პაციენტს, რომ ხერხემალზე ოპერაციის ჩატარება რთულია და მოდი ვცადოთ სხვა მეთოდები, ამ ცდებში გადის წლები, იმატებს დეფორმაციის კუთხე, ჩნდება ნეკნოვანი კუზი, ნევროლოგიური პრობლემები, ვიზუალური დეფექტი, ამიტომ ამ შემთხვევაში დროს ოქროს ფასი აქვს. თანამედროვე მედიცინაში 40 გრადუსიდან აუცილებელია გაკეთდეს ოპერაცია, მაგრამ აქ უნდა განისაზღვროს ბევრი ნიუანსი, შესაძლოა, 30 გრადუსიანმა გადახრამაც ისეთი ტკივილები გამოიწვიოს, რომ ოპერაციის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობდეს. ჩემს პრაქტიკაში, თუ სწორად მახსოვს, ყველაზე დიდი დეფორმაცია იყო 128 გრადუსიანი, რაც ძალიან რთული შესასრულებელი იყო, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თუ ძალიან დიდი გადახრა არ არის, მაქსიმუმ 2 თვეში ავიწყდება პაციენტს, რომ გადატანილი აქვს ოპერაცია.

– პანდემიის პერიოდში ასეთი რთული ოპერაციების ჩატარება რა მსხვერპლს მოითხოვს?

-რა თქმა უნდა, პანდემიამ გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესა. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა რეკომენდაციას და ოპერაციის დროსაც და მერეც, მაქსიმალურად ვიცავთ დაწესებულ რეგულაციებს.

– ხერხემლის გადახრის დროს ალბათ, სწორი დიაგნოზის დასმას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს…

-რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზი, ძალიან ხშირად გვეშლება ხერხემლის გადახრა და ტანდებობის დარღვევა, ვიზუალურად ორივე თითქმის ერთი და იგივეა. ტანდებობის დარღვევა ნიშნავს, რომ კუნთი არ არის საკმარისად განვითარებული და კუნთზე უნდა მოხდეს მკურნალობა, ხოლო ხერხემლის დეფორმაციის დროს უშუალოდ ხერხემალზე უნდა წავიდეს მკურნალობა. შემთხვევების 90 პროცენტში, კუნთოვანი დარღვევაა და არა სქოლიოზი, აუცილებელია მკურნალობა წარიმართოს ორთოპედის მიერ.

– ოპერაციის წარმატებას, არა მხოლოდ წამყვანი ქირურგი, არამედ მისი გუნდი განსაზღვრავს, გაგვაცანით თქვენი გუნდი, რომლებიც უნიკალური ოპერაციების გაკეთებაში გეხმარებიან…

-ჩვენ წლების მიერ გამობრძმედილი გუნდი ვართ, რომელიც ოთხი მთავარი წევრისგან შედგება, მინდა გამოვყო არაჩვეულებრივი ქირურგი ბატონი კახაბერ ბერიანიძე. ორთოპედის და ქირურგის ძალიან კარგი კომბინაცია შევქმენით და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.ერთდ ვგეგმავთ და ვასრულებთ ყველა ოპერაციას. ასევე ჩვენს გუნდშია უკვე დიდი გამოცდილების ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა ექიმი იოსებ ჩაბაკაური და იოსებ ჩიხლაძე. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული ოპერაციების რაოდენობა დიდი ხანია გადაცდა 700-ს და ამიერკავკასიაში ერთი გუნდის მიერ შესრულებული ასეთი რაოდენობის ოპერაციები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჩვენთან რეგულარულდაც ჩამოდიან საოპერაციოდ პაციენტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ასევე ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს აფხაზეთიდან.

– ყოველდღიურად ძალიან მაღალი მომართვიანობაა თქვენთან, როგორ უმკლავდებით ასეთ დატვირთას?

-ამაში ოჯახი ძალიან მეხმარება. როცა ექიმი ხარ გარკვეული დოზით ყურადღება აკლდება ოჯახს, ჩვენთან თვეში დაახლოებით 350-400 კონსულტაციაა, რაც ჩვენი ქვეყნის რეალობაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია, პლუს ოპერაციები და ამ დატვირთვით, ფაქტობრივად, ოჯახისთვის ერთადერთი – კვირა დღე მრჩება. მნიშვნელოვანია, რომ გაგებით ეკიდებიან ჩემს სამუშაო განრიგს და მაქსიმალურად მიდგანან გვერდში.

მაკა წიკლაური

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

“ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

14:49 06-23-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა, 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი – თიბისი

14:22 06-23-2025
როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved