• რეკლამა
  • კონტაქტი
14:20, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანს სიცხეები თუ აქვს თვეობით, სიცილით ეუბნებიან ნევროზი გაქვსო და ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ – ეს მკვლელობაა” – მარინა ტოტოჩავა

ალია ავტორი - ალია
20:37 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,230

ექიმი მარინა ტოტოჩავა, სოციალურ ქსელში, წერს:

„პაციენტი გავსინჯე ულმაზესი და უკარგესი ძალიან ჭკვიანი გოგონა. 1 წელია სიცხეები აქვს37 და 6 ან 37 და 5 ან 37 ან 37 და 7. ან 38. სად წავიდე აღარ ვიცი .აღშფოთების ზევით ვარ. ყველა მონაცემები აქვს სეფსისი რომ დაიწყოს. რაც სუბფებრილიტეტს იწვევს ყველა დაავადება გამოვრიცხე. ამდენი კარგი და საუკეთესო ექიმი არსებობს, მანდამაინც ნაკლებ დონეებთან მოხვდა ჩემთან მოსვლამდე. კლასიკური მიკრობული პროცესია. , თავისი ყველა გართულებით. დღემდე დადის ვიღაცეებთან, უამრავი სიცოცხლის საშიში ჩივილებით და ეუბნებიან ნევროზი გაქვსო და დანიშნული აქვს 4 ანტიდეპრესანტი. ერთი შემთხვევა რომ იყოს, ასეთ გულისტკივილს არ გამოვთქვამდი. ზუსტად 4 შემთხვევა მაქვს ახლა ასეთი.

დიდი რეაქცია მქონდა ანტიდეპრესანტებზე. ვკითხე რა მიზეზი დაგისახელეს რომ დაგინიშნესო. მიზეზები -სიცხეები, ფეხების დაბუჟება, ხელების გაყინვა, გულის აჩქარება, თავის ტკივილები,წნევა და სხვები. ამ მარაზმს ექიმიც არ სჭირდება ,რომ შეშფოთდეს. ანტიდეპრესანტები რომ ასე ადვილად აღარ დაინიშნოს, მსოფლიო მედიცინა უკვე ნელა მიდის აქამდე და დადგება დრო შიზოფრენიის დროსაც აღარ დაინიშნება.რადგან ყველა დაავადებას, თავისი მყარი მიზეზი აქვს და იმ მიზეზს უნდა კუპირება და არა ტვინს დაძინება და პრობლემის დავიწყება. მესმის კიდევ, გიჟობის დროს დააძინო ტვინი და სეფსისის ნიშნების დროს რომ დააძინო ეს აღარ გამეგონა. მაგრამ ამაზე,აღარ გავაგრძელებ. ერთ შაბლონზე მინდა ავღვნიშნო. ჯერ კიდევ დარჩა ეს ძველი სისტემის გაგება, რომ ტემპერატურას ნიჰილისტურად უყურებენ. ადრე იყო წესი 38 მდე სიცხეზე წამალი არ დაელია ადამიანს. ზოგ ადგილზე კიდევ გრძელდება. მაგრამ ამას თავიდანვე არ ვემხრობოდი და ახლა რეალურ, აკადემიურ მსოფლიო მედიცინაში აღარ არის ეს უვარგისი შაბლონი. ანუ რა არის, ადამიანს სიცხეები თუ აქვს თვეობით, სიცილით ეუბნებიან შენ ნევროზი გაქვსო და ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ. მარაზმი კი არა მკვლელობაა. რაც ძალიან მაწუხებს. ნამდვილი შფოთვები მე მაქვს ,ისე მედარდება ადამიანების ჯანმთელობა.

ისე იცოდეთ, აკადემიურ მედიცინაში და პრაქტიკულადაც ასეა, 36 და 5 არ არის სიცხე. 36 და 7ს , 36 და 8ს, 36 და 9ს, 37ს ეწოდება დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა. ასევე დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა ეწოდება 37 და1, 2ს, 3, 4ს, 5ს, 7ს. ხოლო37 და 8ს , და 37 და 9 ს ასევე 38ს, 38 და 9მდე ეწოდება მაღალი სუბფებრილური ტემპერატურა. ხოლო 39 დან ეწოდება ჰექტიური ცხელება. ადამიანს რომელსაც წელზე მეტი აქვს 37 და 7 ან 37 და 9 ან 38 როგორ უნდა უთხრა არაფერი არ გაქვსო და უამრავ სეფსისისწინა სიმპტომებზე ანტიპეპრესანტი გამოუწერო 4 თავი თან. რატომ ვერ მოხვდნენ ეს ადამიანები იმ უკარგეს ექიმებთან რომლებიც ნამდვილად გვყავს. რას ეწოდება ფებრილური გულყრა?. ის ეწოდება გულყრას მაგალითად 37 და 5გრადუს ან 37ტემპერატურაზე, რომელსაც თუ ბავშვი ტრავმული დაიბადა ვერ უძლებს როგორც სიცხეს და გულყრა ემართება. პედიატრიულ ჰაიდლაინში წერია—— ბავშვს რომელსაც ტკივა რამე ,დაალევინეთ პარაცეტამოლი. არაა მითითებული, რომ ამ დროს სიცხე იყოს. ანუ შეძლებულა პარაცეტამოლის დალევა უსიცხოთ. სიცხეზე, პარაფიზოლოგიური ძვრები და ზიანი ხდბა თუნდაც ჯანმრთელ ორგანიზმებში. სიცხეს უნდა მიზეზის პოვნა და მიზეზის ჩაცხრობა. მაგრამ, კონკრეტულ ტემპერატურას სჭირდება დახმარება. ძველი წესია, გაიგეთ ,ადამიანები 38 სიხეზე რომ არ ეხმარებოდნენ თავს.

36 და 7 იც თუ გაქვს გახანგრძლივებულად, ეს ნიშნავს რომ შენს ორგანიზმში ან მიკრობია, ან კოკი ან ჩხირი ან სხვა. სისხლი და ლიმფა უცებ რეაგირებენ შეჭრილ მიკრობებზე რამე სიმპტომებით, მაგალითად წნევით ან კუჭის აშლით მომენტალურად. მაგრამ, თუ მიკრობი ჩასახლდება ორგანიზმში და ორგანოებს აზიანებს, მაშინ, თუნდაც პერიოდულად იქნება 37 ან 37მდე ან მეტი. სისხლი და ტვინი გატყობინებს , რომ ხრავს მიკრობთა უკვე გამრავლებული კოლონიები შენს ორგანიზმს. ამ დროს კი, შენ გითხრეს ნევროზიაო და ავიწყებ ამ სიგნალს ტვინს ,აზიანებ და ანტიდეპრესანტს სვამ, რომელიც უპირობოდ ანგრევს ღვიძლს. ამაღელვა ძალიან .უკვე მეოთხე შემთხვევაა ასეთი, ამ კვირაში——-ადამიანებს წელიწადზე მეტია სიცხეები აქვთ და ანტიდეპრესანტებია 4 ან სამი დანიშნული სეფსისისწინა მდგომარეობის დასავიწყებლად .ადრე შაბლონი იყო და შემორჩა ზოგან 38 გრადუსზეც კი არ დალიოთ და გაუძელით იმუნიტეტმა ებრძოლოსო . მაინტერესებს ამ ქვეყნაში ამ მშიერ ხალხს ვიღას დარჩა საბრძოლი იმუნიტეტი. უმდიდრესი ადამიანები მეუბნებიან – მე ხომ არაფერი არ მაკლია ჭამა -სმაო და თურმე რამდენი რამე მკლებია, რამდენი რამის დანაკლისი აღმომიჩინეო. მშიერ ადამიანს ეუბნები არაფერია 38 ან38 მდე სიცხე, დაივიწყე ანტიდეპრესანტითო. ბევრი მიკრობსაც კი აღარ ეჭვობს. ძალიან შეწუხებული ვარ ამ მდგომარეობებით. ამ ბოლომდე წაქცეულ ქვეყნაში ყოფნა აღარ მინდა, სადაც არაფერი არ კონტროლდება. არაპროფესიონალიზმი მძულს. ადამიანები საფრთხეში არიან. აღელვებულზე დავწერე. მე ვიბრძვი ასეთი მარაზმების წინააღმდეგ. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ადამიანები რომ გადავარჩინოთ. ძალიან შეწუხებული ვარ. გამოცხადებულ სეფსისისწინარე მდგომარეობას ვხედავ და ეს მისი კლასიკური ჩივილები, მცდელობაა რომ შეინიღბოს ანტიდეპრესანტით.

მაგრამ, არ ინიღბება. ვინც არ უნდა გაიცინოს, ვინც არ უნდა გაგიარაფროს, იცოდეთ, თუ 37 ს მიახლოებული სიცხეები გახანგრძლივებულად გაქვთ, თქვენ გაქვთ მიკრობთა კოლონიები სისხლში, რომლებიც სიცოცხლეს გიმცირებენ ამ სხვა მსგვსი ან უარესი პროცესი, რომლის შეჩერება და მორჩენა შეიძლება. უმაღლესი სიბრიყვეა ამ დროს ანტიდეპრესანტით ამის დავიწყების მცდელობა. ქვეყანაში სადაც მოღვაწეობდა ვახტანგ ბოჭორიშვილი, ასეთ ჩივილებზე ანტიდეპრესანტის დანიშვნა სირცხვილია. ბოლოსდაბოლოს, გარდა მიკრობული ფლორისა, ბევრი რამ არის გამოსარიცხი. მაგალითად, ტუბერკულოზი, რომელიც თითქმის მოდაშია ისე გავრცელდა ახლა და ცხვირის და ყბის ტუბერკულზიც კი არსებობს. ასევე ლატენტური რევმატიზმი, ფარული ტონზილიტით ინტოქსიცირებული თირკმლები, რომლის გამოც დღეს გაოცებული, უამრავი ადამიანი ხვდება დიალიზზე და კიდევ ბევრი სხვაა გამოსარიცხი, ასეთი დაბალი სიცხეების დროს. ისინი უნდა გამოვრიცხოთ ასეთი სიცხეების დროს, გაცინების და ანტიდეპრესანტის დანიშვნის იდიოტური გადაწყვეტილების ნაცვლად . შენ გაქვს ნევროზი. ეს არის მოკლე აზროვნების ექიმის მიერ, პაციენტის იძულებითი მოშორების ხერხი,როცა ის ვერ შიფრავს რეალურ მექანიზმს და მიზეზს. ასეთივეა, ყველა გაუგებარი ვითარების გარდატეხის ასაკზე დაბრალება. ის თუ გარდატყდა უპრობლემოდ, ეს რატომ ვერ გარდატყდა. საგონებელში ვარ. ქარის წისქვილებს ვებრძვი. მითუმეტეს მაშინ, როცა პაციენტის მშობელს, ამ დროს ანტიდეპრესანტი ხიბლავს”

თეგები: მარინა ტოტოჩავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved