• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს” – რა ეწყინა “რუსთავი2”-ის დირექტორს?

ალია ავტორი - ალია
00:23 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია განცხადებას ავრცელებს:

“თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – “პროფილის” ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

“პროფილის” დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – “შორენას ეფექტი”.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. 

“რუსთავი 2” წარმატებას უსურვებს “პროფილის” შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი”.

ჩვენ კი აქვე გეტყვით, რომ რუსთავი2-ის სოციალურ გვერდზე “პროფილის” დღევანდელი გადაცემა არ იძებნება, ამ დროისათვის იგი მხოლოდ უშუალოდ “პროფილის” გვერდზე გვხვდება.

(ვიდეო) – “იძულებული ვარ წავიდე…” – მაია ასათიანი
თეგები: მაია ასათიანიპაატა სალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
1 ამპერი = 2 ლარი – „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
ახალი ამბები

1 ამპერი = 2 ლარი – „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე

14:14 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved