• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება ბიძინას გარეშე პატარძალთან სიძის გარეშე მისული მაყარია, პატარძლის “გაიმმასმქნებელი” რომ არაა არავინ!”

ალია ავტორი - ალია
13:19 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ღამეა, ახლა, და “ქართულ ოცნებაზე” მეფიქრება. კომენდატის საათია, თორემ, წარვიდოდი “წყლის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად”… და მთავარ კითხვაზე პასუხის მისაღებად – “ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,

და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?”

წავიდა ბიძინა. ის ვეღარც წინა ხაზზე იქნება და როგორც ვატყობ, ზურგიდანაც დაბლოკავენ, ასე ხდება, როდესაც, ევროპული სტანდარტების მიხედვით, გადაყევხართ პულტით მართვაზე. დახ, პირველ რიგში მთავარ მექანიზმს ცვლიან…

ჰო და, დარჩა ეს მექანიზმგამოცლილი პარტია მდინარაძე – კობახიძის იმედად. ხოლო ოცნების პოლიტსაბჭო – ტყუილი ბორშჩივით. არა და, არტალით სულ სხვა იყო…

აი, მომენტი გახლამთო, მომენტი, ხომ გაგიგიათ?!

გახარიაზე გამახსენდა.

რა იყო მაინც ეს ააა?! არსადაც არ მივდივარო, აქ ვარ, პოლიტიკაშიო! ისე, გახარიაში კი არაა საქმე, მომენტშია. აი, პახმელიაზე რომ ხარ და უცებ ნაცნობი დაგირეკავს, გამოდი, ლუდი მაქვს, არაყი და ხაშიო. რავარია? თან იმ მომენტში, როცა ქართული ოცნების მხარდამჭერების ნახევარზე მეტი კარგახანია პახმელიაზეა.

ბიძინასაც და მიშასაც თამაშიდან გაწევენ… ასე ურჩევნია ჯაყოსა! დარჩება ოცნება თეიმურაზ ხევისთავივით და ნაცმოძრაობა მარგო ყაფლანიშვილივით! მიშას გარეშე დარჩენილი ნაცმო როგორ იქნება არ მაინტერესებს. ნაცმოს ფასი, მაგათი დაბრუნების შიშით გამოწვეულ ოცნების გადარჩენის ინსტიქტში იყო. იყო… და მორჩა!

აი, ოცნება კი, ბიძინას გარეშე რაფერაა იცით?! რაფერც პატარძალთან სიძის გარეშე მისული მაყარი, სადღეგრძელოს კი ამბობენ, მარა პატარძლის “გაიმმასმქნებელი” რომ არაა არავინ!

ჰო და, იმას ვამბობდი, ოცნებაზე მეფიქრებათქო…….

ღამეა, ახლა და გალაკტიონს მოვიშველიებ:

არც ვწუხვარ, არც მერიდება

მიმავალ-მომავალისა,

წყალმა წაიღოს დიდება,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved