• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზება II და III თაობის პრიუსის მფლობელებისთვის

ალია ავტორი - ალია
12:11 03-23-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ტოიოტას ძრავები შექმნილია ხანგრძლივი და შეუფერხებელი მუშაობისთვის, ეკონომიურობისთვის და საიმედოობის უზრუნველყოფისთვის ნებისმიერ პირობებში, მაგრამ ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული სერვისი და უმაღლესი ხარისხის ზეთი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 22 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით II და III თაობის პრიუსების მფლობელებს ძრავის ზეთის შეცვლის სრულ სერვისს 125 ლარად სთავაზობს. ასევე აქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ავტომობილის ჰიბრიდული სისტემის შემოწმებას.

ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი (TGMO) ძრავის ერთადერთი საპოხი ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის შეიქმნა. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, TGMO საპოხი მასალები ტესტირებულია და შემუშავებულია სპეციალურად ტოიოტასთვის, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ძრავის საჭიროებები.

რამდენიმე ასპექტი, თუ რა სარგებელს მიიღებს ტოიოტას მარკის ავტომობილის ძრავა TGMO-სგან:

· დაცვა: მძლავრი, თხელი დამცავი ფენა ძრავის ნაწილებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს. მის გარეშე ძრავა გადახურდება და გამოვა მწყობრიდან.

· სიმძლავრე: ავსებს ნაპრალს დგუშსა და ცილინდრის კედელს შორის და საშუალებას აძლევს ძრავას, გამოიმუშაოს მაქსიმალური სიმძლავრე.

· ეკონომია: უზრუნველყოფს ძრავის შეუფერხებელ მუშაობას, რაც ამცირებს დახარჯულ ენერგიას და ხდის ავტომობილს უფრო ეკონომიურს.

· საიმედოობა: ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას, ინარჩუნებს ძრავის სისუფთავეს, ხელს უწყობს დგუშის რგოლების გამართულ მუშაობას და იძლევა გარანტიას, რომ ძრავა იდეალურად იმუშავებს ნებისმიერ ამინდსა და მართვის პირობებში.

· ხანგრძლივობა: ანეიტრალებს მჟავებს, რომლებიც წვის შედეგად წარმოიქმნება და გაცილებით ხანგრძლივად იცავს კოროზიისგან.

ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი, სწორად შერჩევის და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, საშუალებას გაძლევთ დიდი ხნით ისიამოვნოთ თქვენი ავტომობილის გამორჩეულად კარგი მუშაობით, ნაკლები გამონაბოლქვითა და საწვავის შემცირებული ხარჯით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ. N6.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved