• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანმრთელი დედა – ჯანმრთელი შვილი! – ნოდარ ზალდასტანიშვილი ახალი სიცოცხლის სამსახურში

ალია ავტორი - ალია
19:29 03-22-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,158

ცნობილი და წარმატებული მეან–გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, სამშობიარო სახლ „ჰერას“ კლინიკური დირექტორი – ბატონი  ნოდარ ზალდასტანიშვილი,  იმ ოჯახიდან არის, რომელმაც ქვეყანას სახელოვანი დიპლომატი,  აწ გარდაცვლილი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაუზარდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ევროპისკენ მიმავალ გზაზე  გარდამტეხი როლი შეასრულა. ძმებმა განსხვავებული პროფესია აირჩიეს და  მათ ოჯახში ბატონი ნოდარი პირველი ექიმია, რომელმაც  საკუთარი ძალებით შეძლო სამედიცინო სფეროში გზების გაკვალვა და საყვარელ საქმიანობაში თავის ღირსეულად დამკვიდრება. მკითხველთა დიდი ინტერესის და თხოვნის გათვალისწინებით, მან ჩვენთან სასაუბროდ ცოტა დრო გამონახა და საინტერესო კითხვებზე გვიპასუხა.

ნოდარ ზალდასტანიშვილი: ინჟინრების ოჯახში გავიზარდე, მამა პროფესორი და კათედრის გამგე გახლდათ ტექნიკურ უნივერსიტეტში, დედა – გეოლოგი.

– თქვენმა ძმამ, ბატონმა  კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ისტორიული როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის და ევროპასთან დაახლოების საკითხში, როგორ მოხდა, რომ ძმებმა აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიული არჩევანი გააკეთეთ?

– ჩემი ძმა, მამის კვალს გაყვა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და  სწავლა განაგრძო მაშინ ჯერ კიდევ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც დაიცვა თავისი სადისერტაციო ნაშრომი, რამდენიმე წელი იქ იმუშავა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც,  90-იან წლებში მან  შეიცვალა მიმართულება, თავიდან მერიაში დაიწყო მუშაობა საგარეო მიმართულებით, შემდეგ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტში, სხვადასხვა დროს იგი გახლდათ ევროპის სამ ქვეყანაში საქართველოს ელჩი, მან საქართველოს ისტორიულ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძმა დააკლდა არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს.  

 რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, ყველაფერი ასე დაიწყო:  ბაბუა დიაბეტით იყო დაავადებული, ჩვენთან ბინაზე ხშირად მოდიოდნენ  ძალიან ცნობილი და კარგი ექიმები, რომელთაგან ერთ-ერთთან, აწ გარდაცვლილ ცნობილ ანგიოლოგთან, ბატონ ნოდარ ბოხუასთან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.  ვუყურებდი მის მანიპულაციებს, ისიც ხედავდა, როგორი დაინტერესებული ვიყავი და  საშინაო დავალებებს მაძლევდა, ასე ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა ურთიერთობა ამ  დარგის მიმართ და ამ სიტუაციამ გამიადვილა პროფესიული არჩევანის გაკეთება.

– რა სირთულეები ახლავს თქვენს პროფესიას?

– ვფიქრობ, როდესაც მედიცინაზე აკეთებ არჩევანს, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ხშირად საკუთარ თავს არ ეკუთვნი. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი მეან-გინეკოლოგიაში. არსად არ უნდა გეჩქარებოდეს, ფაქტობრივად, პაციენტის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე, პაციენტმა არ უნდა იგრძნოს რომ შენ მისმა ზარმა შეგაწუხა ან დაღლილი ხარ და ვეღარ მიიღებ. ექიმი უნდა იყოს პირველ რიგში, პიროვნება და შემდეგ, რა თქმა უნდა, პროფესიონალი. ხშირია, როცა უმაღლესი კატეგორიის ექიმს არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. ექიმი უნდა იყო პაციენტის ტკივილის გამზიარებელი, თუმცა, მედიცინა მხოლოდ ემოცია არ არის, ხშირად ემოცია გვერდზე უნდა გადადო, დაივიწყო ყველაფერი და წუთებში ცივი გონებით  მიიღო გადაწყვეტილება.

– გამოუვალი მდგომარეობა ხშირად გქონიათ?

– ამის გარეშე მედიცინა არ არსებობს. ხშირად, პაციენტი წინასწარ სვამს გარკვეულ კითხვებს, რაზეც ჩვენ  პასუხი არ გვაქვს, თუმცა, თითოეულ პაციენტს ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ არ მოაკლდება ექიმის ყურადღება და ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღებად. ჩვენი მიზანია ჯანმრთელი დედა – ჯანმრთელი ბავშვი. მეანობა ექსტრიმის გარეშე არ არსებობს, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ექსტრიმი ავირიდოთ.

– იყო პერიოდი როცა ორსულების ძალიან დიდი ნაწილი, ჩვენების გარეშე იღებდა საკეისრო კვეთის გადაწყვეტილებას, დღეს რამე შეიცვალა ამ თვალსაზრისით?

– მიჩნეულია, რომ 40 წლის წინ მსოფლიოში მშობიარეთა 5 პროცენტი იკეთებდა საკეისრო კვეთას. ქირურგიის განვითარებასთან ერთად მათმა რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. საბედნიეროდ, დღეს საკეისრო კვეთის შემცირების ტენდენცია ნამდვილად არის საქართველოში. როდესაც ქალბატონი ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად დაუსაბუთებლად იღებს, ექიმის მოვალეობაა, აუხსნას მას საკეისრო კვეთის პლუს-მინუსები. ტრაბახის გარეშე ვიტყვი, რომ 10 დან 8 ქალის გადარწმუნებას შევძლებ.

– რა უპირატესობა აქვს ბუნებრივი გზით მშობიარობას?

– ბუნებრივი გზით მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს, როგორც ბავშვისთვის – ისე მშობლისთვის. კვლევები ადასტურებს, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები ნაკლებად გამოირჩევიან ინიციატივებით.  ნაყოფი თავად წყვეტს როდის მოევლინოს ქვეყანას და როდესაც მას ეს არა აქვს გადაწყვეტილი და უცბად ამოიყვან, შეიძლება კონფლიქტი ქონდეს გარემოსთან, რაც შესაძლოა, გამოიხატოს ჯანმრთელობის  სხვადასხვა პრობლემით, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, ცხოვრებისეულ პრობლემებში გადაიზარდოს.

– კოვიდპანდემიის პირობებში, თქვენი დაკვირვებით, ვირუსი რა საფრთხეს უქმნის მშობიარეს და ნაყოფს?

– ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ, ზუსტი პასუხი არ აქვს მსოფლიოს. აქტიურ კოვიდ ფაზაში მყოფი პაციენტიც მიმშობიარებია და კოვიდგადატანილიც. მაგალითად, მყავდა მშობიარე,  რომელსაც გადატანილი ჰქონდა კოვიდ 19 და ახალშობილი დამძიმდა. მქონდა ორი შემთხვევა, როცა ქალბატონებმა ორსულობის ადრე ვადებზე გადაიტანეს კოვიდი და 20 კვირაზე ორსულობა შეწყდა, თუმცა ეს მოხდა კოვიდის გამო, თუ სხვა მიზეზით, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.  

– რა წინაპირობაა საჭირო ორსულობის სწორად სამართავად და ჯანმრთელი ნაყოფის მისაღებად?

– მნიშვნელოვანია, მეტი ინფორმირებულობა და რეპროდუქციული განათლება. სასურველია, ორსულობა იყოს გეგმიური, ორსულობამდე ქალბატონი იწესრიგებდეს ზოგად ჯანმრთელობას,  2 თვით ადრე იწყებდეს ფოლიუმის მჟავის მიღებას იმისთვის, რომ მოხდეს მომავალი ნაყოფის ნერვული სისტემის ნორმალური განვითარების პრევენცია. ასევე, უნდა იმოწმებდეს საკუთარ ჯანმრთელობას მამაკაციც. ორსულობის დადგომის შემდეგ მნიშვნელოვანია ქალბატონის  კვების და დასვენების რეჟიმის ბალანსი.

– მშობიარეთა ასაკი გაიზარდა?

– დიახ, აღსანიშნავია რომ მოიმატა მშობიარობის ასაკმა, რაც გარკვეულწილად ცნობიერების ამაღლებით მგონია გამოწვეული. საჭიროა რისკების შეფასება, ხშირად 43 წლის ქალბატონი უფრო ახალგაზრდაა თავისი ანატომიით და ფიზიოლოგიით, ვიდრე 32 წლის, რომელსაც  ბევრი თანმდევი პრობლემა აქვს. მყავდა 54 წლის მშობიარეც.

 –  „ჰერა“ სანდო  კლინიკად არის მიჩნეული,  რამ განაპირობა თქვენი გუნდის წარმატება?

– ჩვენს კლინიკას, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომართვიანობა აქვს. წლიურმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ასეულით მეტი მშობიარე გვყავს კლინიკაში. სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ კლინიკაში ყველა ერთმანეთის მეგობარი და გულშემატკივარი ვართ. ძალიან ხშირად  მე ჩემი ახალგაზრდა კოლეგისგან ძალიან საჭირო და საინტერესო რჩევას ვიღებ, რაც ძალიან მიხარია. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობები დიდ როლს თამაშობს კლინიკის განვითარებასა და წარმატებაში.

– და ბოლოს, საინტერესოა სელექციური  აბორტების რაოდენობა თუ შემცირდა?

– ზოგადი სტატისტიკით, შემცირებულია, მაგრამ ჩვენი კლინიკის მაგალითზე ვერ გეტყვით, რადგან „ჰერას“ უარი აქვს ნათქვამი ხელოვნური გზით სიცოცხლის შეწყვეტაზე. ზოგადად, ვფიქრობ, კიდევ უფრო შემცირებისთვის, საჭიროა, განათლების დონის ამაღლება, კონტრაცეფციის მეთოდების ახსნა, შესაძლოა, კონტრაცეფციის საშუალებების უფასოდ დარიგებაც.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved