ფეისბუქ-გვერდზე Bidzina Ivanishvili & Media დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგის გახარიას პოლიტიკაში დარჩენის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

მალე იგივე გვერდზე მორიგი განცხადება გამოქვეყნდა:
„როცა საერთო ღირებულებებზე მიგვითითებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თურმე ერთი კაცის ზიზღი გვაერთიანებდა მხოლოდ, არის სიცრუე. არა ბატონებო. ბიძინა ივანიშვილის ოცნება და ყველა მისი მხარდამჭერის ის იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო გარემო, სადაც პოლიტიკურ ძალებს თუ მედიებს, ექნებოდათ შესაძლებლობა თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღოთ ამ ქვეყნის წინაშე. სწორედ ჩვენ, თავისუფალმა მედიამ უნდა შევქმნათ ისეთი მედია სტანდარტი, რომ ქვეყნის დამზიანებელ პოლიტიკურ ძალებს და მათ მედიასაშუალებებს უბრალოდ აღარ ჰყავდეთ აუდიტორია.
შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, იცვლება ჩვენი გვერდის სახელწოდება, სადაც აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოში თავისუფალი მედიასივრცის შექმნაში. მალე სიახლეებით დაგიბრუნდებით, სიმართლის დროა“
კომენტარები