• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე “ფორმულას” სდებს ბრალს – “ძვირია ამ აბსურდშიც გადახდილი”

ალია ავტორი - ალია
21:00 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს “შაბათის ფორმულა”-ს წამყვანის, ჟურნალისტ დავით ქოქიაშვილის ფოტოს და წერს:

“შაბათის ფორმულაში გავიდა მორიგი გადაცემა საეკლესიო საკითხზე.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც წამყვანი საერთოდ ვერ ერკვევა თავად რა თემაზე საუბრობს და ვერც ხვდება რა უხერხულ მდგომარეობაში იგდებს ამით თავს. იგი მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოიხსენებს მხოლოდ სახელი და გვარით, ამტკიცებს თითქოს ვიღაცამ მოსაყდრის გამორჩევის წესი შეცვალა. მისი რესპონდენტებისთვის მაინც შეეთანხმებინა, რის თქმას აპირებდა.

რესპონდენტები (მეუფეს არ ვგულისხმობ) თავისი გაცვეთილი კონსპირაციული თეორიებით, ასჯერ ნათქვამს იმეორებენ. წამყვანი კი ასევე გაცვეთილი სიტყვებით,- “სენსაციური”, “საიდუმლო”, “ჩრდილოვანი ძალები”, “შანტაჟი” და სხვა, ცდილობს მსმენელის ყურადღების მიპყრობას.

ბარნოვი და ტიგინაშვილი რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო გეგმებზე, რომ საუბრობენ ყოველ სიუჟეტში, ესეც აღარაა სენსაციაა, შევეჩვიეთ.

ასე ყოველდღე რომ კაცი ამტკიცებს რუსული სპეცსამსახურების გეგმებია ჩემთვის ცნობილიო, ამით საკუთარ თავზე რას ამბობს?

სრულიად ცხადია, რომ ყოველ შაბათს ან კვირას, რდენიმე ტელევიზია ასრულებს საშინაო დავალებას და სულ ერთია რა ხარისხის გამოუვა, ეკლესიაზე რაიმე ცილისმწამებლური სიუჟეტის მომზადებას ცდილობს. მოგეხსენებათ შაბათის საეთერო დრო ძალიან ძვირია ტელევიზიებისთვის, სავარაუდოდ ძვირია ამ აბსურდშიც გადახდილი.

მსგავსი ცილისწამებები ემსახურება მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს ეკლესიისათვის უცხო არ არის და მორწმუნე ადამიანს ეს ვერ დააბრკოლებს.”

(ვიდეო) – “თუ ცოცხალი ვიქნები, ვიტყვი…” – მეუფე ზენონის ინტერვიუ
თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved