• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უხელმძღვანელებს მოსკოვში ინტერპოლით ძებნილი ასლან აბაშიძე, რომელსაც 76 წლის ასაკში მზარეულისგან მესამე შვილი შეეძინა

ალია ავტორი - ალია
14:59 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე უკვე 82 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს, მოსკოვში დაასაქმეს – ამის შესახებ რუსულ პრესაზე დაყრდნობით „ფორტუნა“ იუწყება.

ის საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეთა ამხანაგობას ჩაუდგა სათავეში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამხანაგობას, რომელსაც ასლან აბაშიძე უხელმძღვანელებს „ლეგენდა“ ჰქვია. ორგანიზაციის ოფისი ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.

ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულია საერთაშორისო ძებნილთა შორის.

აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მსოფლიოში წითელი ცირკულარით იძებნება, სულ 28 ადამიანია.

ასლან აბაშიძე საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალველობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.

2006 წელს ასლან აბაშიძეს თბილისმა კიდევ უფრო ძველი ცოდვა გაუხსენა.

1991 წლის აპრილში მან საკუთარ კაბინეტში მოკლა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ იმნაძე. აბაშიძემ იმნაძე მისი 20 წლის ქალიშვილის ნატო იმნაძის თვალწინ მოკლა.

თავიდან ამ საქმეზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, მაგრამ მერე გაჩერდა. ნოდარ იმნაძის ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ „ნაციონალებსა“ და აბაშიძეს შორის გარიგება მოხდა.

სამართლიანობისთვის ბრძოლა ნატო იმნაძემ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგაც გააგრძელა. თუმცა უშედეგოდ…

ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე  2019 წელს  იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.

აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია და ამჟამად 49 წლისაა.

ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.

წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა. აბაშიძის ამ  „შედეგის“ გამეორებას ალბათ ბევრი ვერ შეძლებს. მსოფლიოში მსგავსი ისტორია ბევრიც არ გვაქვს.  

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.

ბევრს საუბრობდნენ გიორგი აბაშიძის ბობოქარ პირად ცხოვრებაზე. თუმცა როგორც ამბობენ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა.  მან ულამაზეს სალომე ბაჯელიძეზე ორჯერ იქორწინა.

წყვილს ტყუპები ჰყავს.

თეგები: ასლან აბაშიძემოსკოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved