• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შენ ქრისტეს მტერთან ნუ გათბები, ჩვენ გვჭირდება პეტრესავით მამალი – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

ალია ავტორი - ალია
23:27 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის ფაქტორში“, სადაც ბერა ივანიშვილისა და ღარიბაშილის საუბრის ჩანაწერების გავრცელებას განიხილავენ, თქვა:

„საზოგადოება, ეს არის ხალხი, რომელიც თავისი შინაგანი არსით განახლებადი უნდა იყოს, წარსულს არ უნდა მიუბრუნდეს და თუ სხვის შეცდომებზე არა, თავის შეცდომებზე მაინც უნდა ისწავლოს. ეს ძალა როგორც ერს და როგორც არა ბრბოს, უნდა ჰქონდეს და საზოგადოება ამისკენ არის მოწოდებული, ეკლესია კიდევ ამ ძალის მეტად მიმცემია. ჩვენ კარგად უნდა ჩავხედოთ საკუთარ თავს, ორივე მხარემ და დავინახოთ ჩვენი შეცდომები. დავინახოთ, რა გვიკეთებია საერთოდ და როგორ შეიძლება, რომ ეს ჩვენ თავში შევცვალოთ, თუ გვინდა შეცვლა საზოგადოების, საკუთარ თავში უნდა შევიცვალოთ. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რომ ადამიანს ცხოვრების ის უმთავრესი საზრისი, რისთვის არის გაჩენილი, გაუჩნდეს თავის თავში და განახლება სწორედ აქ იპოვოს. მარკუს ავრელიუსი ამბობს, თუ ადამინს რწმენა არ აქვს ღმერთების, მაშინ მან უნდა დაინახოს წესრიგი თავის თავში და მას უნდა დაეყრდნოს და თუ ღმერთის სწამს, ღვთაებრივ წესრიგს უნდა დაეყრდნო და მას უნდა დაემორჩილოს. ანუ, ერთ-ერთი წესრიგი უნდა აირჩიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასამ ორიენტირები სწორად უნდა განსაზღვროს და მან თეთრს თეთრი უნდა დაარქვას და შავს – შავი, უნდა განარჩიოს ბოროტი კეთილისგან. ბიბლია მთელი თავისი სისავსით, პირველივე თავებიდან იწყება ყველაფრის გაყოფით სიბნელისა სინათლისგან, ხმელეთი ზღვისგან, ადამიანი ცხოველისგან და ა.შ. ასეა, ბოროტებას თუა არ განეშორე, შენ აუცილებლად თანამონაწილე ხდები ბოროტებისა. გაგახსენებთ სახარების ერთ ადგილს, როდესაც მაცხოვარს სინოდრიონზე მის განსასჯელად, პეტრე ერთადერთი იყო, ვინც მას გაჰყვა, მაგრამ გარეთ ისხდა ის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო და პეტრე მათთან ერთად თბებოდა ცეცხლზე. შემდეგ იცით, რომ პეტრემ სამჯერ უარყო მაცხოვარი და მამლის ყივილმა გაახსენა ის სიტყვები, რომელიც უწინასწარმეტყველა მაცხოვარმა და მკაცრად შეინანა. საღვთისმეტყველო აზრი იმაშია, რომ შენ ქრისტეს მტერთან ნუ გათბები, ნუ გათბები მის ცეცხლზე, რომ მერე თანამონაწილე არ გახდე მისი უარყოფისა. ჩვენ გვჭირდება პეტრესავით მამალი, რომელიც შეჰყივლებს და გაგვახსენებს ჩვენს ცოდვებს და განახლებას და ახალ სიცოცხლეს შეგვძენს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved