• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო ახალგაზრდები ჯგუფი, ავრცელებდნენ ბერას მიმართულებით მუქარას” – რას ჰყვება ანზორ ჩუბინიძე

ალია ავტორი - ალია
19:18 03-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე “იმედთან” ინტერვიუში ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრობს:

“ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს გაკეთებული განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართულებით გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები.

რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. გავაკეთე იდენტიფიცირება, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად, ძალიან დაგვეხმარა და მედიატორის როლიც კი იკისრა. იგივე მშობელი დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ავრცელებდა ამ პოსტებს, ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. როდესაც მშობელთან ერთად მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი იყო მარტო სახლში და მისი მშობლები არ იყვნენ. ჩემი თხოვნით, სალაპარაკო პროცესში ჩაერთნენ მეზობლები, ჩემი განზრახვა მდგომარეობდა იმაში, რომ შემექმნა კეთილსაიმედო გარემო, რომ მოგვეპოვებინა მისი ნდობა. 

ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ არანაირ მის მიერ გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ამით დავამთავრეთ საუბარი. საუბრის დამთავრება კიდევ უფრო კეთილსაიმედო იყო, მშობელი წუხდა, რომ ახალგაზრდები ძალიან ბევრ დროს ატარებდა კომპიუტერთან და ეს ცუდად მოქმედებდა მათზე. მე ვურჩიე, რომ იქნებ რაიმე ტიპის სპორტულ ღონისძიებებში ჩართულიყვნენ, ეს იყო და ეს.  

2010-11 წელს განხორციელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, რომელიც უხვად იყო დამძიმებული ძალმომრეობითი ქმედების ფოტო და ვიდეო მასალით. იყო ძალიან დიდი მცდელობა, რომ გადმოეტანათ 2016-17 წლისთვის. ძალიან დიდი მცდელობა იყო, რომ უკვე მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე გამოეყვანათ და დაედანაშაულებინათ რაღაც აბსურდულ ბრალდებაში, რომ დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს. რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2010-11 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ქართუ ბანკის თავმჯდომარე იყო, არასდროს ჩემ მიერ ხსენებული ტიპის შეხვედრებშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. ანზორ ჩუბინიძეს დღეს ამაყად შეუძლია განაცხადოს, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგაზრდა და გნებავთ ძველგაზრდა, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება აქვს განხორციელებული. 

ჩანაწერები იყო სრულად უკანონოდ მოპოვებული 2010-11 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის. რაზეა ლაპარაკი? რაც გინდათ, ის დაარქვით, გნებავთ, ჭორაობა ვუწოდოთ. ეს არის დანაშაული? მე ვფიქრობ, რომ დანაშაული არის მისი უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, მისი მოდელირება და გავრცელება”.

“ალია” შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ანზორ ჩუბინიძე საერთოდ არ ადასტურებდა ამ ჩანაწერებს და მას ფაბრიკაციას უწოდებდა.

ანზორ ჩუბინიძეს არც ამჯერად უთქვამს, ამ მშვიდი საუბრის შემდეგ, რატომ უნდა წასულიყო მოზარდი “ჩაფსმული სკოლაში?”, ან რატომ ამბობს, ბერა, იცოდნენ, რომ დამარხვაც შეგვეძლოო, ან, რატომ ითხოვს ბერა, ხელმეორედ ჩამოვლას მათთვის და საერთოდაც, ამ ადამიანების სია რატომ ჰქონდა არასრუწლოვან ბერას? როგორ მოხვდა ამ ადამიანების სია “პატარა ბავშვი ბერას” ხელში? და ა.შ. უამრავი კითხვაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩანაწერი 2010-11 წლისაა.

თეგები: ანზორ ჩუბინიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved