საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 601-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი.
კომენტარები