• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გააკეთა მასწავლებელმა, სოცმუშაკმა, მერმა იმ ქობულეთელი გოგოს საქმეზე? – ამაყ წულუკიანს ყველასთან აქვს კითხვა გომელაურის გარდა

ალია ავტორი - ალია
15:17 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

განათლებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლის შემდეგ სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ გომელაური გარდა, ყველასთან აქვს კითხვა:

„კითხვა არ მაქვს, უბრალოდ, კარგი იქნებოდა, იდეას შემოგთავაზებდით, თუ ამას გაიზიარებდით, რომ განათლების სამინისტროსთან, სოციალურ სააგენტოსთან ცოტა უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ყველამ ერთად, რომ მუდმივად საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ნებისმიერი შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა და ბრალი. ჩვენ მოვახდინეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან დიდ დოკუმენტზე ხელმოწერის პატივი მე მხვდა წილად 2014 წელს სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს.

არ გაგვიკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამ დიდი დოკუმენტის რატიფიცირება იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა ისევ ყველას ეგონოს, რომ მხოლოდ პოლიციიის ბრალი და თემაა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ეს თემები გამხდარიყო უწყებათაშორისი თემები, როდესაც მასწავლებელს კლასში დადის, ის ქობულეთელი გოგო, რომელიც სკოლაში დადიოდა, მე მაინტერესებს და აქ რომ გვეყოლება მინისტრი, დავუსვამ კითხვას, რა გააკეთა მასწავლებელმა, ჩვენ პირდაპირ ჩავუწერეთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისას კანონში მასწავლებელს და დირექტორს ვალდებულება, რომ ეს გამოავლინოს.

რას აკეთებდა სოცმუშაკი, ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ სტამბოლში კონვენციის რატიფიცირება. თქვენ გაქვთ თქვენი კომპეტენციები, მე ამას არ უარვყოფ და პასუხიც გექნებათ, მაგრამ მუდმივად იმის ძახილი, რა გააკეთეთო, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს თემა, ამას ემსახურება სტამბოლის კონვენცია, ამიტომ თქვენ ალბათ კარგი იქნებოდა, თუ მაქვს ამისი უფლება, რომ შემოგთავაზოთ, ამ უწყებებთან უფრო რაღაცნაირად თქვენ აიღოთ ინიციატივა, რომ ყველამ თავისი საქმე სათანადოდ შეასრულოს.

მერი, სად იყო მერი, სად იყო მერის წარმომადგენელი იმ კონკრეტულ სოფელში თუ უბანში, არ იცოდა, ოჯახში რა ცოდვის განკითხვა ტრიალებდა? ეს არ არის ერთი ადამიანის და ერთი უწყების თემა, ეს არის უწყებათაშორისი საკითხი და იქნებ, თქვენ აღიმაღლოთ ამ მიზნით ხმა, რაშიც ჩვენც დაგეხმარებით“

ქალბატონ თეა წულუკიანს, იმედია, წაკითხული აქვს ხორავას საქმე – უნდა იცოდეს იმ დარღვევებზე, რა დარღვევებზეც საგამოძიებო კომიასიამ იმუშავა – რა გააკეთა შსს-მ? დაიწყო ძიება? განათლების სამინისტრომ? რამე შეცვალა? ახლა კითხულობთ, ქალბატონო თეა? კარგია, ახლა მაინც რომ გაგახსენდათ! თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის 14 წლის გოგონა, რომელიც გარდაცვლილია, არაერთხელ მივიდა პოლიციაში – შესაბამისად, კითხვები დიახაც უნდა გქონდეთ გომელაურთანაც… იქნებ, გომელაური თქვენი უფრო ახლო მეგობარია, ვიდრე ჩხენკელი, ან ქობულეთის მერი, ან ტიკარაძე, მაგრამ გომელაურის უწყებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და მას ვერ გაექცევა, ადრე თუ გვიან.

იქნებ, არც ის იცით, სოცმუშაკები შეამცირა თქვენმა მთავრობამ და ფიზიკურად არ გვყავს? იქნებ, არც ის იცით, რომ მთელ ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია?

რაც შეეხება ღიაობის საკითხს, ქალბატონო თეა, თქვენი მინისტრობის დროს თქვენი სამინისტროს პიარი რიგ მედიებს გაებუტა, მათ შორის “ალიას” და არაერთხელ მოგმართეთ! ასე რომ ღიაობაზეც საუბარიც დაგვიანებულია, მაგრამ ახლა მაინც თუ მიხვდით, რა უჭირს. უწყებათაშორისი კომუნიკაცია კი არა, ათობით სსიპ-ები რომ შექმენით, იცით, რომ სამინისტრო არ გპასუხობს და არ იცის, რას აკეთებს მისი სსიპ-ი? იცით, რომ საკუთარ სსიპ-თანაც არ აქვს კომუნიკაცია?

უწყებათაშორისი კომუნიკაცია ისე მთავრობის მეთაურის საქმე უნდა იყოს, მაგრამ ეგაც თქვენი მეგობარია, ხომ ქალბატონო თეა, ამიტომ იმას დავავალოთ, ვისაც არ ევალება, ასე საქმეს არ ეშველება, მაგრამ ნაწყენი არავინ დაგრჩებათ!

ეს კითხვები, რაც დასვით, ალბათ, ჩვენს მოსასმენადაა, ქალბატონო თეა, თორემ, რომელი მინისტრი გემდურით? რომელს ვერ დაუკავშირდით? რომელი მინისტრი არ მოდის პარლამენტში? ახლა აქ არ არის, თორემ, ვკითხავდიო, პარასკევია დღესაო?

თეგები: ვახტანგ გომელაურითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved