• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “გათხოვდაო – ის კაცი ხელისგულზე მატარებს, კი არ მამუშავებს, როგორც მანდ მამუშავებდით ვირივით…”

ალია ავტორი - ალია
14:36 03-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

14 წლის გარდაცვლილი მოზარდის დედის პასუხი შვილს:

“ესე რომ გაწირა თავისი დედა… 4 წლის წინ გულში მიკრავდა ჩამოსული რომ ვიყავი, ის სიყვარული სად წაიღო? დაპროგრამებულია…

ჩემი შვილი თუ გასუსლელდა, იმ ბიჭმა ხელი რატომ დააკარა? – მე მარტო ბაბუის და ბიძის დასჯას კი არ ვითხოვ, იმ ბიჭის დასჯას ვითხოვ…

რო ამბობს, სასაფლაოზე არ ამოვიდაო, მკვდარი შვილი 5 წუთი არ მატირეს… ჩემი შვილი გამოიქცა, მილიციამ ძლივს გააჩერა… მილიციის ძალით ვიარო საფლავზე?

გათხოვდაო – ხო, წლების მერე შენმა დედამ ვირივით რომ იმუშავა მანდ და რომ აღარ შეეძლო, გათხოვდა ხო, ის კაცი ხელისგულზე მატარებს, კი არ მამუშევბს, როგორც მანდ მამუშავებდით ვირივით, აღარ მაქვს ძალა, ნუთუ არ გესმით? მხოლოდ ეს ეკერათ პირზე, შვილები მიატოვე, ახლა გინდა გაზრდილი ბავშვებიო?

ძალიან კარგად ახსოვთ, მთელი ღამეები სადღაც დავათენებდით, არ დამავიწყდება ის დღე, ჩემი ლოთი მამამთილი მოვიდა სახლში, თოვლში ფეხშიშველა გავიქეცით, სანათესაო სახლში არ გვიშვებდა, შენ გამო სიმშვიდეს ვერ დავირღვევთო, ჩემი მამამთილი მეზობლებშიც დაგვსდევდა, სად არის ეს მათხოვარი ქალიო, დამძახოდა, მე მამა არ მყავდა, დედა მყავდა, რომელსაც ასი ლარი ჰქონდა პენსია და მზითევი არ მოიტანაო…

ნინი სამი წლის იყო, რომ დავტოვე, მერე უნდა წამომეყვანა… 6 თვის პენსია აიღოო, სკოლაში წასასვლელი ჩასაცმელები ვუყიდე ბავშვებს… ობლობის პენსია გავუკეთე და იმით ვიხდიდი გადასახადებს და ვყიდულობდი პროდუქტებს…

მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, ცუდი სახელი არა მაქვს, დედობის უფლება რომ ჩამომართვეს… დედამ შვილები მიატოვა და წავიდაო… მაგათ ყველგან ნაცნობები ჰყავთ, დედობის უფლება იმიტომ შემიზღუდეს, რომ ბავშვების ფული გადასცემოდათ თვითონ, რომელიც ბავშვებს არასოდეს მოუხმარია, მთელი სანათესაო მირეკავდა, ფული გამოაგზავნე, ბავშვებს ტანსაცმელი არა აქვთ, მასწავლებლები უზიდავენო… რატომ დუმს ეს ხალხი, ხვალ ნინისნაირად მაგათი შვილებიც მოხვდება… ღმერთი ხო ზევიდან იყურება…მაგათ უფლის არ ეშინიათ…

ეს ამბავი რომ მოხდა, ბაბუას თავისით უთქვამს, გაეთრიე, წადი დედაშენთან, დასანახავად აღარ მინდიხარო.. მოშორდეს, დედამისთან წავიდესო…

სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ძაან კარგად იყვნენ, რად მინდა ტყუილი, მისი გამოზრდილი იყო ნინი…

სანამ ეს უბედურება შეემთხვა, ნინი მთელი ერთი კვირა დადიოდა მანდარის საკრეფად, სახლში რომ მოდიოდა, საწოლ ოთახს ვერ ალაგებდ ადა ამის გამო ომს უმართავდა… ჩემი უფროსი გოგოც გაიპარა სახლიდან და სხვათა შორის კარგ ბედში ჩავარდა. ნინის ეგონა, მეც ჩემ თავს ვუშველიო, მაგრამ ამ ბიჭმა უბედურების მეტი არაფერი მოუტანა.

ბავშვებმა თავად მომძებნეს, ისეთი ბედნიერი ვიყავი… ახლა ისევ აიკრძალა ყველაფერი… ბიძებიც არიან ამაში ჩარეული…

მე რომ მოვკვდები, მერე ჩემმა შვილებმა კურცხლები არ გადმოყაროს… “

დედის საუბრის პარალელურად, მისმა ვაჟმა დარეკა სტუდიაში და თქვა, რომ თუ დედა მოისურვებს შვილის საფლავზე ჩასვლას, ხელს არ შეუშლის.

(ვიდეო) – “მაგ სახლში რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ნინი თავს არ მოიკლავდა”, “ეს ქართველობა არ არის” – 14 წლის გარდაცვლილი გოგოს ძმა და ნანუკა ჟორჟოლიანი
თეგები: 14 წლის ნინის თვითმკვლელობის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved