• რეკლამა
  • კონტაქტი
13:30, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას გვიმალავდა ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ ვერ მივიღეთ სინამდვილეში ვაქცინა?

ალია ავტორი - ალია
14:20 03-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

“კოვაქს” პლატფორმის განმარტებით, საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში ვერ მიიღო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. პლატფორმა ელის, რომ გზავნილების ძირითადი ნაწილი მარტში განხორციელდება. ამ თემაზე მათ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ”, – აღნიშნავს კოვაქს პლატფორმა გამოცემასთან საუბრისას.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, “კოვაქს” პლატფორმა ითხოვს:

  • ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას;
  • ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესის დაწყება ყოფილმა პრემიერმა თებერვლის შუა რიცხვებისთვის დააანონსა, მაგრამ ამ დრომდე ვაქცინები შემოტანილი არ არის. ვაქცინაცია მსოლფიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს, თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ის საქართველოში უცნობია. 

იმაზე, რომ საქართველო ვერ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, ბევრი ექიმი წერდა, თუმცა, ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი ამას კატეგორიულად უარყოფდნენ.

ყველაზე უფრო ცუდი ისაა, რომ მოსახლეობამ “კოვაქს” პლატფორმის პასუხი მედიისგან გაიგო და არა სახელმწიფო უწყებებისგან.

“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ როცა ექიმების ნაწილი წერდა და ღიად ამბობდა, რომ ვაქცინას ვერ მივიღებთ, რადგან საქართველოს მთავრობა არც კი ცდილობდა ვაქცინის მიღებას, ექიმთა მეორე ნაწილი, რომლებიც დღეს უკვე თავადაც ითხოვენ პასუხისმგებლობის დაკისრებას მთავრობისთვის, აცხადებდნენ მტკიცებით ფორმაში, რომ ვაქცინის შემოსატანად საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს – რის საფუძველზე გვაიმედებდნენ და გვაჩუმებდნენ მაშინაც უცნობი იყო და ახლაც უცნობია!

ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელმა დაგვიმალეს ნამდვილი მიზეზი, რატომ ვერ მიიღო ქვეყანამ ვაქცინა – არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივად უნდა იყოს შეფასებული!

სულ 2 საბუთი იყო ხელმოსაწერი და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ თენგიზ ცერცვაძესთან ინტერვიუს, როდესაც მან გვითხრა, რომ პროტოკოლი შემუშავებულია და მინისტრის ხელმოწერას ელოდებიან, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ მინისტრს საბუთები არ უყვარს, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე…

მაშინ, როცა ქვეყანა ჩაკეტეს და ვაქცინით გვაიმედებდნენ, “კოვაქსის” პასუხი დაგვიმალეს და ვისმენდით განცხადებებს, როგორ წუხს “კოვაქსი”, რადგან ჩვენი ვაქცინა მდიდარმა ქვეყნებმა წაიღეს, თურმე, ამირან გამყრელიძე, პირადად ამუნათებდა მდიდარ ქვეყნებს და პირდაპირ რომ ვთქვათ, ადანაშაულებდა კიდეც…

ამირან გამყრელიძე – “დღეს ვაქცინებით ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როცა საშუალო და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება.” 

საქმე კი, ამასობაში, სულ სხვაგვარად ყოფილა, პრინციპში, როგორც ყოველთვის…

რატომ ვერ მივიღეთ სინამდვილეში ვაქცინა? – კოვაქსის პასუხით თუ ვიმსჯელებთ, უბრალოდ, არ გვინდოდა, თორემ, სულ 2 საბუთი იყო მოსამზადებელი…

რა თქმა უნდა, ტიკარაძეს და გამყრელიძეს შეუძლიათ თქვან, რომ “კოვაქსი” იტყუება და მათი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, ამის ნაცვლად, დღეს, როცა სრულიად ბუნებრივად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს და სრულიად ალოგიკურად, ჯერ კიდევ არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ტიკარაძეც იღებს პასუხისმგებლობას და თანამდებობას ტოვებს, გამყრელიძემ განაცხადა შემდეგი – “მუშაობას ვაგრძელებ ჩვეულ რეჟიმიში!” – დიახ, ბატონო, რეჟიმს არ გადაუხვიოთ!

არის თუ არა სინამდვილეში ფული მართლაც გადარიცხული “კოვაქსისთვის” და რა ბედი ეწევა იმ თანხას? – ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს.

(ვიდეო) – “სრულიად უტიფარია”, “ის არის ჩვეულებრივი …” – “იჭერს, თუ არა ტესტები იმ შტამს, რომელიც დღესაა გავრცელებული? – რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
თეგები: ამირან გამყრელიძეეკატერინე ტიკარაძევაქცინაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved