• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” და­სავ­ლეთს ეუბ­ნე­ბა, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა აქ არ არის, გა­და­იხ­დის 40 ათასს? – გა­მო­ვა გა­რეთ” – ვახტანგ ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
19:23 02-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

პო­ლი­ტო­ლოგ­მა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ოპო­ზი­ცი­ის მიერ გამოცხადებულ გეგ­მას აფასებს:

“სამ­წუ­ხა­როდ, თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ამ მხრივ. ეს არის იგი­ვე პრო­ცე­სი, რაც იყო 2008 წელს. მა­შინ­დელ­მა ოპო­ზი­ცი­ა­მაც უარი თქვა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, სა­ხალ­ხოდ და­ხი­ეს მან­და­ტე­ბი და და­ი­წყეს ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი.

უნდა ით­ქვას ერთი რამ, მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნა ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე გა­ცი­ლე­ბით მძლავ­რი იყო, ოპო­ზი­ცი­უ­რი ელექ­ტო­რა­ტი გა­ცი­ლე­ბით რა­დი­კა­ლურ იყო, ვიდ­რე ეს დღეს არის. დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცია, მათი ლი­დე­რე­ბი ერ­თად დგა­ნან, მაგ­რამ ვერ აერ­თი­ა­ნე­ბენ მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატს.

ვნა­ხეთ, კარ­ვე­ბი 3 თვე იყო რუს­თა­ველ­ზე გაშ­ლი­ლი, არც მა­შინ მო­ი­ტა­ნა შე­დე­გი, ვეჭ­ვობ, ამ შე­დეგს მო­ი­ტანს დღეს. დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნა ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე არც ისე­თი მძლავ­რია, რო­გორც მა­შინ იყო. ოპო­ზი­ცი­ამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს გზა აირ­ჩია, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია. სა­შუ­ა­ლო პარ­ტი­ე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად მი­ი­ერ­თა ელექ­ტო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩემი აზ­რით, ამ პარ­ტი­ე­ბის ელექ­ტო­რა­ტი ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. არა მგო­ნია რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იყოს, ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ და­უშ­ვა ისე­თი­ვე შეც­დო­მა, რაც და­უშ­ვა მე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუ კარ­ვე­ბის გაშ­ლას შეხ­ვდე­ბა ძა­ლი­ან მშვი­დად, რო­გორც თა­ვის დრო­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ გა­ა­კე­თა, არც არა­ფე­რი, რამ­დე­ნი ხა­ნიც იქ­ნე­ბი­ან, იქ­ნე­ბი­ან…

მმარ­თველ­მა გუნ­დმა შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას სა­კი­თხზე და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცია არ გა­ი­ა­რა.

თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ზონ­დი­რე­ბა სა­ელ­ჩო­ებ­თან, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა ეს აღ­ქმუ­ლი. წი­ნას­წარ უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ნი­ა­და­გი, რა­საც აპი­რებ­დნენ, ამის შემ­დეგ უნდა მი­ე­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი არის სა­ო­ცა­რი.

თით­ქოს თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლამ იცის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნეა ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად მათ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ შე­თხვე­ვა­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მიდ­გო­მე­ბი, ჩემი აზ­რით, არას­წო­რია.

ეს არც ოპო­ზი­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, გახ­სოვთ, პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე იყო მო­წო­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შე­დით და იქი­დან ეცა­დეთ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას. შემ­დეგ­ში არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ახლა იწყე­ბენ იმის გა­კე­თე­ბას, რაც პა­ტიმ­რო­ბა­ში აყ­ვა­ნამ­დე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ის გან­ცხა­დე­ბა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­კე­თა, შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის არაა, გარე მოხ­მა­რე­ბის­თვი­საა. ამით პრო­კუ­რა­ტუ­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლეთს ეუბ­ნე­ბა, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა აქ არ არის. არის 40 ათა­სი ლარი, გა­და­იხ­დის? – გა­მო­ვა გა­რეთ, ამი­ტო­მაც არის ცი­ხე­ში. ეს არის ქვე­ტექ­სტი და მი­მარ­თუ­ლია და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე “

თეგები: ვახტანგ ძაბირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved