• რეკლამა
  • კონტაქტი
05:02, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობენ მუსიკოს-დეპუტატები? – კიკაბიძის წილები კუს ტბაზე და ბოლქვაძის მეუღლის ბიზნესკავშირები ივანიშვილთან

ალია ავტორი - ალია
18:47 02-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

პარლამენტის მუსიკოსმა წევრებმა – ელისო ბოლქვაძემ და ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ დანარჩენი კოლეგების მსგავსად ქონებრივი დეკლარაცია შეავსეს.

ბუბა კიკაბიძის დეკლარაცია

დოკუმენტით ირკვევა, რომ ბუბა კიკაბიძის სახელზე ფიქსირდება 45 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში, რომელიც 2018 წელს საჩუქრად მიიღო, ისევე როგორც Lexus LX570-ის მარკის ავტომობილი, რომელიც კიკაბიძეს 2017 წელს აჩუქეს.

მომღერალის სახელზე ირიცხება 2012 წელს შეძენილი 10 086 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონში, სოფელ გეგუთში, რომელიც მან 12 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში მომღერალს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე 2992,14 დოლარი და 4166,28 ლარი უფიქსირდება. ნაღდი ფულის სახით კი 11 000 ლარი და 5 000 დოლარი აქვს.

ბუბა კიკაბიძე წილებს ფლობს სხვადასხვა კომპანიებშიც. 

დეკლარაციით ირკვევა, რომ ის შპს „კუს ტბა კალას“7-პროცენტიანი წილის მფლობელია.

გარდა ამისა, ბუბა კიკაბიძე შპს „კუს ტბა2“-ში 44-პროცენტიან წილს ფლობს, ხოლო შპს „კუს ტბა პალასში“ 22-პროცენტს. მომღერალი შპს „ფლაგ არტისაც“ ფლობს.

ელისო ბოლქვაძის დეკლარაცია

მმართველი პარტიის კვოტით პარლამენტის დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფლობს 1811 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურის რაიონის სოფელ გუთურში და 120 კვ.მ ბინას თბილისში. დეკლარაციით ირკვევა, რომ ორივე ეს ქონება პიანისტმა მემკვიდრეობით მიიღო.

თავად ელისო ბოლქვაძის შენაძენი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე 65 კვ.მ ბინაა, რომელიც მან 2012 წელს 65 000 დოლარად იყიდა.

რაც შეეხება მუსიკოსის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ელისო ბოლქვაძეს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე 18 477,75 ლარი უფიქსირდება. დეპუტატს CREDIT AGRICOLE-ში მიმდინარე ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 123,99 ევრო, ხოლო “ქართუ ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 8,64 ევრო აქვს.

მუსიკოსი დეპუტატი თავისივე სახელობის საქველმოქმედო ფონდში დირექტორის პოზიციაზე მუშაობს. ააიპ „ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი – ლირა“-ს ხელმძღვანელობაში ელისო ბოლქვაძემ 2020 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 27 562,76 ლარი აიღო.

პიანისტის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია.

ბოლქვაძის მეუღლე კომპანია „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნელია.

თეგები: ბუბა კიკაბიძეელისო ბოლქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved