• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უყვება “ალიას” კასრების საქმეზე სოსო გოგაშვილი? – “ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია”

ალია ავტორი - ალია
17:46 02-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,594

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, “ტვ პირველთან” – კასრების საქმეზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილმა ორი კვირის წინაც ისაუბრა “ალიასთან” ცნობილ კასრების საქმეზე და კომისიაზე, რომლის წევრიც თავად იყო:

“კასრების კომისია ახდენდა ფაილების დახარისხებას და საგამოძიებო ჯგუფისთვის მიწოდებას. ეს საიდუმლო ბრძანებით შექმნილი, საიდუმლო კომისია იყო, დავახარისხეთ ფაილები და გადავეცით შესაბამის ორგანოს. ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს, ამ ფაილებით ახორციელებდა შანტაჟს და ძალმომრეობით პოლიტიკას, ისევ სისტემაში არიან, ოღონდ, გაგიკვირდებათ და, უფრო მაღალ პოსტებზე! მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევამ წინა ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი შეიწირა და მე ძალიან არ მინდა, რომ „ქართული ოცნებაც“ შეეწიროს ამ ჩინოვნიკების პოლიტიკას.

– ბოლოს და ბოლოს, განადგურდა „კასრების“ კადრები, თუ მხოლოდ ნაწილი განადგურდა და ნაწილი სხვა „კასრებში“ გადაინახეს?

– კომისიის წევრებმა ფაილები დავლუქეთ და გადავეცით შესაბამის უწყებას, იმის იქეთ ჩვენ უკვე მასზე წვდომა აღარ გვქონდა. ჩვენი ფუნქცია იყო, გაგვეხსნა, დაგვეხარისხებინა და მიგვეწოდებინა გამომძიებლებისთვის. შემდეგ გაანადგურეს ნამდვილად, მაგრამ, არც ერთ ვარიანტში არ იქნებოდა იმ მასალების მხოლოდ ერთი ასლი! ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია.

– რამდენიმე ფაილი „კასრებიდან“ სააშკარაოზე გამოვიდა, იმის თქმა გინდათ, რომ ასლებს იყენებდნენ?

– დიახ, ის არ იყო ერთადერთი ასლი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთეს, მისი დუბლირებაც მოახდინეს და ჩემი მუშაობის პერიოდში, ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანი – ოღონდ, საშუალო რგოლის წარმომადგენლები, პასუხისგებაში მივეცით! ისინი იმ ფირების საშუალებით ახდენდნენ შანტაჟს ბიზნესმენების და სხვა სფეროს ადამიანების.

იგივეს ადასტურებს “ტვ პირველთან” ჩაწერილ ინტერვიუშიც სოსო გოგაშვილი.

გეტყვით იმასაც, რომ “ტვ პირველის ინფორმაციით”, ღარიბაშვილი, გომელაური და ორი პროკურორი ხელოვნულად ბლოკავდნენ გამოძიებას, რათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადამღებები არ დაესაჯათ და ხელბორკილები არ დაედოთ.

https://youtu.be/hgjt44EThvw
თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved