• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიას საქმის მოსამართლის მზარდი ანაზღაურება და კარიერული წინსვლა

ალია ავტორი - ალია
01:01 02-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

“ფლანგვის დეტექტორი” ინფორმაციას ამჯერად მოსამართლე გიორგი გოგინაშვილზე ავრცელებს:

თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინება ნიკა მელიასათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განიხილა, რომლის სახელიც დაკავშირებულია ისეთ გახმაურებულ საქმეებთან როგორიც არის: 20 ივნისის საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, ნიკა რურუას საქმე.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საჩივარს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი განიხილავს. მოსამართლე გიორგი გოგინაშვლი ე.წ სასამართლო კლანის წევრად მოიაზრება. მას მეგობრობა აკავშირებს მოსამართლე ლევან მურუსიძესთან. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა რამდენჯერმე ღიად დაუჭირა მხარი ლევან მურუსიძეს. 2016 წელს, იგი გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძეს გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. გიორგი გოგინაშვილმა ხაზი გაუსვა რომ სრულიად იზიარებდა მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, მოსამართლე გოგინაშვილის სახელი დაკავშირებულია ისეთ პოლიტიკურ, გახმაურებულ საქმეებთან როგორიც არის: ბაჩო ახალაიას, გიგი უგულავას, ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძის საქმე.

2012 წლის 9 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2014 წლის 4 ივლისს გიორგი გოგინაშვილმა მიიღო გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.

გიორგი გოგინაშვილი 1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ, ხოლო უშუალოდ სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას 2006 წლიდან შეუდგა. 2006-2015 წლებში მოსამართლედ მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2016 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 2018 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე უვადოდ, 65 წლის ასაკის მიღწევამდე გამწესდა.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა 2006-2019 წლებში სამოსამართლო საქმიანობიდან 740,250 ლარი მიიღო. ყველაზე მაღალი შემოსავალი გიორგი გოგინაშვილმა 2017 წელს მიიღო 81,775 ლარის ოდენობით.

მოსამართლის ხელფასი, 2006-2017 წლებში, წლიდან წლამდე იზრდებოდა. საინტერესოა, რომ მოსამართლის ხელფასი 2013 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წელს.

2013 წელს მოსამართლემ ხელფასის სახით 45,800 ლარი მიიღო, ხოლო 2014 წელს მისმა შემოსავალმა 73,475 ლარი შეადგინა. სავარაუდოდ, მოსამართლემ 73,475 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით მიუთითა. თუმცა, საშემოსავლო გადასახადების გადახდის შემდგომაც მისი შემოსავლი 2014 წელს დაახლოებით 12,980 ლარით აღემატებოდა 2013 წელს მიღებულ სახელფასო შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ გიორგი გოგინაშვილი ამ წელს გიგი უგულავას საქმის მოსამართლე იყო საქალაქო სასამართლოში.

მისი ხელფასი ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმიანობის შემდეგ. მოსამართლემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობისას 305,058 ლარი გამოიმუშავა.

წყაროები:

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის ფინანსური დეკლარაციები: https://declaration.gov.ge/

განხილული საქმეები: https://netgazeti.ge/news/254953/

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის ბიოგრაფია: https://bit.ly/37IPF5a

ვინ იქნება მელიას ახალი მოსამართლე და ვინ არიან მისი მეგობრები? – რა ფოტოს აქვეყნებს ნაზი ჯანეზაშვილი?
თეგები: გიორგი გოგინაშვილისასამართლოფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved