• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია” – ოპოზიცია მოლაპარაკების გაგრძელების პირობებს აყენებს

ალია ავტორი - ალია
09:50 02-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის დღის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას ცინიკურს უწოდებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება არსებულ ვითარებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს ნიკა მელია იჯდება და საუბრის თემა ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი იქნება.

ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ პრემიერის რიტორიკა წინა დღესთან შედარებით შეცვლილია და ამის მიზეზად დასავლეთის რეაქციას მიიჩნევს.

“ცინიკურია ღარიბაშვილის ის განცხადება, ერთი ხელით ადამიანი როდესაც გთავაზობ რომ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ და მეორე ხელით არის ავტორი იმ ყველაფრისა, რომლის მომსწრე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისში. ჩვენ მზად ვართ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობებით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ შექმნილ კრიზისს მხოლოდ გონივრულ ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნის გამოცხადება განმუხტავს.

“დაუგვიანდა ბატონ ღარიბაშვილს ტონის შერბილება, ცხადია რომ მან ეს ტონი შეარბილა ნაწილობრივ იმიტომ რომ დაინახა ასეთი მკვეთრი რეაქცია დასავლეთიდან. ტონის შერბილება თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ არაფერი აღარ განმუხტავს ამ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, გარდა გონივრულ ვადაში ახალი არჩევნების დანიშვნის გამოცხადებისა,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრის საუბრის ფორმა, რომელსაც ის ოპოზიციის მისამართით იყენებს, მოლაპარაკების მაგიდას აზიანებს.

“შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ქართული ოცნება რეალურად იყოს განწყობილი მოსალაპარაკებლად,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის პროტესტის მორიგი ტალღის მიზეზი გახდა, პარლამენტთან კი კლავ კარვები გაიშალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved