• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მღვრიე წყალში ქვეყნის მტრებს თევზი არ უნდა დავაჭერინოთ! – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
17:45 02-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

„საქართველოში არსებულ საინფორმაციო სივრცეში აშკარაა ე. წ. ოპოზიციური პოლიტიკური მედიის დომინირება. მსხვილბიუჯეტიანი ტელევიზიები ,,მთავარი,” .,ტვ პირველი,” ,,ფორმულა”, ასევე შედარებით მცირებიუჯეტიანი ,,კავკასია” ,, პალიტრა.” ე. წ. ნომეკლატურული არასამთავრობოები, ბევრი სააგენტო და გაზეთი პირდაპირ ახორციელებენ კოლექტიური მეხუთე კოლონის დღის წესრიგს. მიკერძოებულობის და ფეიკ -ნიუსების, ღია პროვოკაციებისა და რევოლუციისკენ აშკარა მოწოდებების, უხამსობის და ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიეკლესიური მოქმედებების ყოველდღიური ტოქსიური ნაკადი არის ამ ქვეყნის უდიდესი პრობლემა.სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალისა გამოყენება და კანონით აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთა, ისევე როგორც საეჭვო წარმომავლობის ფინანსური ნაკადების გადაკეტვა ფაქტობრივად და რეალურად აკრძალული აქვს შეზღუდული სუვერენიტეტის გამო, რის უაღრესად დამამცირებელ გამოვლინებებსაც ყოველდღიურად ვუყურებთ შესაბამისი ემოციების გამოხატვითურთ.ამავე დროს. უნდა ითქვას, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი,” ძირითადად, იმავე ლიბერალური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს.ნეიტრალური ელექტრონული მედიის წილი ძალიან მცირეა მრავალი მიზეზის გამო.სახელისუფლებო პოზიციას ,, იმედი” და ,,პოსტ-ტვ” აჟღერებენ.დისბალანსი სახეზეა.საინფორმაციო უპირატესობა ადრე თუ გვიან პოლიტიკურ უპირატესობაში გადაიზრდება, რაც აშშ-ს არჩევნებმაც ნათლად დაგვანახა.სხვა საკითხია, რა კატასტროფულ შედეგებამდე მიყავს ქვეყნები ამ შეშლილ, უკონტროლი საინფორმაციო ბაქკანალიას.ამიტომ საჭიროა, ერთის მხრივ, სახელისუფლებო პოზიციის არხების და მეორეს მხრივ, და ლიბერალური დღის წესრიგიდან გათავისუფლება და მეორეს მხრივ, არალიბერალური მედია და არასამთავრობო სექტორის გაძლიერება.მორცხვობის და კეკლუცობის, მედია-სტრატეგიების კაბინეტებში პრეზენტაციების დრო აღარ არის. საჭიროა ღია და აშკარა შეტევა ყველა, მათ შორის უპირველესად, საინფორმაციო მიმართულებით, ამიტომაც ძალიან კარგი, თუ ლაშა ნაცვლიშვილი წავა პოსტ-ტვ-ს დირექტორად.ცხადია, რომ ამ მდგომარეობამდე სიტუაცია არ უნდა მისულიყო და ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.ამის მიუხედავად, დესტრუქციის ამ ახალი ტალღის შეკავება და არსებულ სისტემებს შეუძლიათ, რადგან სხვა სისტემები არ არსებობს. არაა ძნელი იმის მიხვედრა, ემოციები ამ პოსტსაც მოყვება, ისიც ნათელია, რომ ადამიანების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ მოქმედებს სისტემა და რამდენაც უადგილოა ზოგჯერ კეთილი სურვილებით განპირობებული პოლიტიკური სადღეგრძელოები. მთავარია, ნაციონალების რევანში არ უბდა დავუშვათ.ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ! მღვრიე წყალში ქვეყნის მტრებს თევზი არ უნდა დავაჭერინოთ!.სხვა საკითხია, რომ წყლის ნებსით თუ უნებლიე ამღვრევებმა ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა აგონ პასუხი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved