• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შუა აქაც გაკრეფილია – ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:35 02-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ელიტა კი არა, მთელი საზოგადოებაა პოლარიზებული და რადიკალიზებული. შუა აქაც გაკრეფილია – ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებთ და ცვლილებებს ვითხოვთ, რეალურად არაფრის შეცვლა არ გვინდა. სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ ისტორიულმა პროცესმა ის დატვირთა როგორც ცოდვებით, ასევე წარმატებებით. ჩვენც მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ასე უნდა შევხედოთ, მთელი თავისი სირთულეებით და არა ზედაპირულად, პლაკატურად ვაფასოთ საკუთარი შეხედულებების, ან პოზიციების შესაბამისად. ფაქტი ერთია – მისმა დღევანდელმა ნაბიჯმა გააჩინა პოლიტიკური პროცესის კორექტირების შანსი უკეთესობისკენ. ანუ, კრიზისიდან გამოსვლისთვის მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ეს შანსი დავინახოთ და გამოვიყენოთ, მისი ძველი ცოდვების განხილვით ვართ დაკავებული, ან მისი პერსონით აღფრთოვანებული. მეგობრებო, მისი დღევანდელი ნაბიჯის დაფასება არ ნიშნავს ძველი ცოდვების განულებას. მისი პლიუსების და მინუსების სალდო შედგება და დავინახავთ რა გადაწონის. ახლა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მისმა გადადგომამ გააჩინა. ეს არის მთავარი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved