• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა

ალია ავტორი - ალია
11:40 02-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. იგი ქართული კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია. საქართველოს პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაეფუძნა კონსტიტუციონალიზმის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებიც ასეთ პრინციპებად აღიარებული იყო პროექტის შემუშავებისა და მიღების პერიოდში დასავლურ კონსტიტუციონალიზმში. ესენია: ხელისუფლების ფუნქციონალური განაწილების (კონსტიტუციაში ცალკე თავი ეთმობა პარლამენტს, აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლოს); მმართველობის ფორმის უცვლელობის; პარლამენტის უზენაესობისა და სუვერენობის; პარლამენტის უწყვეტობის; სახალხო სუვერენიტეტის; რესპუბლიკური მართვა-გამგეობის; უშუალო დემოკრატიის (რეფერენდუმი); კოლეგიალური მართვა-გამგეობის; აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის; აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის პრინციპები.

კონსტიტუცია დაეფუძნა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რომელიც შემდგომში ამ კონსტიტუციის პრეამბულად ითვლებოდა. კონსტიტუციამ მმართველობის ფორმად საპარლამენტო რესპუბლიკა დაამკვიდრა ერთი განსაკუთრებული თავისებურების გათვალისწინებით – სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე, რაც მათი მხრიდან მონარქიის შიშით იყო გამოწვეული. სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტს მონარქთან აიგივებდნენ.

კონსტიტუცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან. პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება, სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა მიმართავენ.

დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვებენ. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვებენ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved