• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:34 02-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოს სახალხო დამცველი 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის თქმით, 1921 წლის კონსტიტუცია დასტურია, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არ არის, არამედ ის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანია.

„100 წლის წინ ამ დღეს მიღებულ იქნა საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუცია. დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია პრეამბულაშივე, პირდაპირ მიუთითებს 1921 წლის კონსტიტუციაზე და მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა ძირითადი უფლების შინაარსის განმარტებისას 1921 წლის კონსტიტუციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის გამო, 1921 წლის კონსტიტუციამ ფაქტობრივად ვერ იმოქმედა, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ისტორიაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ავტორებმა მოახერხეს და შექმნეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თავისი ინდივიდუალურობითა და თანამიმდევრულობით გამოირჩეოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის კონსტიტუციებს შორის.

დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლის ეს დოკუმენტი, თამამად შეიძლება განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ უზენაეს საკანონმდებლო აქტად. 1921 წლის კონსტიტუციაში ასახულია იმ პერიოდის დასავლეთ ევროპაში ახლად ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ყველაზე უფრო პროგრესული სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები: მასში გათვალისწინებული საპარლამენტო სისტემა, სიკვდილის დასჯის კონსტიტუციური აკრძალვა, სიტყვის თავისუფლება, საყოველთაო საარჩევნო უფლება (მათ შორის, იმ პერიოდისათვის იშვიათი, ქალისა და მამაკაცის საარჩევნო თანასწორობა), ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციური დაკანონება, ე.წ. ჰებეას კორპუსი და მრავალი სხვა, რომლებიც თავისი პროგრესულობით გამოირჩეოდა არა მხოლოდ იმდროინდელ, არამედ თანამედროვე ევროპულ კონსტიტუციებს შორის.

1921 წლის კონსტიტუცია არის დასტური იმისა, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არ არის. ის არის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა კონსტიტუციად აქციეს 1 საუკუნის წინ. ყველა ჩვენგანის ვალია ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ და ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა განვამტკიცოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved