ისრაელში კორონავაქცინირებული პირები “მწვანე საშვს” მიიღებენ და მათთვის ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.
კერძოდ, მათ უფლება ექნებათ ისარგებლონ სპორტ დარბაზებით, ესტუმრონ სასტუმროებს, საცურაო აუზებს, დაესწრონ კონცერტებს და ასე შემდეგ. ხოლო მარტში ბარებსა და რესტორნებში სტუმრობა შეეძლებათ.
ისრაელში კორონავირუსზე აცრა მოსახლეობის 50%-ს უკვე ჩაუტარდა.
კომენტარები