• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაშ, რა დააშავა იმ 400-მდე ადამიანმა, რომლებიც ასევე სამაჯურით არიან გამოსული?” – გია ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
20:56 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა:

„ფიქრობს, რომ რაც მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას იტყვის – მონა, თუ მხევალი, ამ ეპითეტებით თუ დატვირთავს თავის კომენტარს, არსებული რეალობა გაქრება. ფაქტია, სწორედ მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, გადაწყვიტეს, ნიკა მელიას თემა წამოწიონ და როგორმე მის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნან. რაც შეეხება გავრილოვს, გავრილოვის განცხადებები და მოქმედებები, არათუ მმართველი გუნდის, არამედ მის მხარეს აგდებს მაშველ რგოლს. საკმაოდ სერიოზულ ფაქტთან გვქონდა საქმე. კონკრეტულმა ტელევიზიამ დაურეკა და იცოდა რა, ვინ ურეკავდა,ზუსტად ის კომენტარები გააკეთა, რაც ამ პოლიტიკური დემაგოგიის ავტორებს სურდათ.

მანდატის შეჩერება ითვალისწინებს პირის სასამართლოს წინაშე წარდგომას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ „დაცვის უფლება არ აქვს, მისი ადვოკატურა რამენაირად შეზღუდული იქნება, ან სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამ თემათან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის პოზიცია, რომელიც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს აქვს. მაშ, რა დააშავა იმ 400-მდე ადამიანმა, რომლებიც ასევე სამაჯურით არიან გამოსული და დღეს ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან. განა, აუცილებლად პოლიტიკური მოღვაწე უნდა იყოს, პარლამენტს უნდა უტევდეს და ტრიბუნასთან იდგეს, რომ სახელმწიფო ლოიალური იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ასევე ვალდებულებები აქვთ და სამაჯურით დადიან?

პარლამენტარის ჩვეულებრივ ადამიანთან გათანაბრება მისაღებია და ამის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ სასამართლოს მიერ საკმაოდ ლოიალური გადაწყვეტილებების გამოტანის მაგალითი წინ უდევს. თავისი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს. პარლამენტი სასამართლო არ არის. იგი ნიკანორ მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებს.

„ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს მელია ციხისთვის არ გაუშვია. პარლამენტმა უბრალოდ პროკურატურას საშუალება მისცა, სასამართლომ საკითხი განიხილოს. ერთხელ, მეორედ, მესამეჯერ დაარღვია თუ არა მან ის პირობა, რაც მის მიერვე იყო მიღებული და აღიარებული, რაც აღმკვეთ ღინისძიებად გირაოს ითვალისწინებდა? აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება, პარლამენტმა გადაწყვიტოს ეს საკითხი და არ იმსჯელოს იმაზე, რამდენი ასეული ადამიანია საქართველოში, რომელიც იგივე პირობებში იმყოფება. მაშინ ყველამ მოიძროს შემზღუდავი სამაჯური. სახელმწიფოს მართვის სისტემა როგორ წარმოუდგენიათ იმ ფანჩატურში შეკრებილ ადამიანებს და რეალურად რა არის. თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერ სწორედ იმ მიმართულებით აქტივობებს, რასაც სახელმწიფოს დესტაბილიზაცია და დესტრუქცია ჰქვია. ამასთან დაკავშირებით ალტერნატიული მიდგომა არ არსებობს“

თეგები: გიორგი ვოლსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved