• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავუშვათ, შევსულიყავი პარლამენტში, ახლა გავსამართლდებოდი? – ნიკა მელია კელი დეგნანს

ალია ავტორი - ალია
12:48 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ქალბატონ დეგნანს მივმართავ, პარლამენტში შესვლას რომ გვთხოვდა, დავუშვათ, შევსულიყავი, ახლა გავსამართლდებოდი? – ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა.

მისივე განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მას არავინ გაასამართლებდა, რადგან „მონებს ყურადღებას არ აქცევენ“.

როგორც მელიამ აღნიშნა, მას, როგორც საქართველოს ამაყ მოქალაქეს მონები ვერ გაასამართლებენ.

„მივმართავ ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანსაც, უბრალოდ მაინტერესებს, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი, სამი, ოთხი რაუნდი რომ იმართებოდა, ხომ გვთხოვდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევსულიყავით, დავუშვათ, რომ შევსულიყავი, ანუ მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა არა, რადგან არავის ინტერესის სფეროში აღარ ვიქნებოდი, მონებს არ აქცევენ ყურადღებას, მონები სჭირდებათ უბრალოდ შედი, მიაჭირე ღილაკს ხელი.

დავანებოთ გავრილოვს თავი, ლევან კობიაშვილის გასასამართლებელი არა ვარ, ხალხო, ამაყი ადამიანი ვარ, საკუთარ პრინციპებს მუდამ გავუფრთხილდები. გლდანში კობიაშვილმა იარაღით რომ არბენინა და კალაძემ უბნები დაარბევინა კრიმინალებს, ოფისი რომ გადამიწვით და კაციშვილი არ დაგისჯიათ, ამის მიუხედავად მოგიგეთ და კობიაშვილი დეპუტატად გახადეთ. ახლა კობიაშვილის ხელით რომ გინდათ ჩემი დაჭერა, მართლა ჩალით ხომ არაა ეს ქვეყანა დაფარული? ხომ არ გადაირიეთ თქვენ?! თქვენ გგონიათ, რომ მე ციხეში გამიშვებთ? ვერ ეღირსებით, რადგან მონა ვერასოდეს გაასამართლებს და დააპატიმრებს საქართველოს ამაყ მოქალაქეს, განსაკუთრებით, 20 ივნისის საქმის გამო, ხალხო. მორჩა და გათავდა, ესაა ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved