გასულ თვეში, სან-დიეგოს ზოოპარკის დიდი მაიმუნები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ყველანაირი საჭირო რეკომენდაციისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების მიუხედავად, ცხოველებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის მსუბუქი ხველა და მოდუნებულობა, მაინც აღენიშნებოდათ.

წყარო იუწყება, რომ ზოოპარკის ვეტერინართა ჯგუფისა და ველური ბუნების ზრუნვის სპეციალისტების მიერ ერთობლივად ჩატარებული უმაღლესი ხარისხის სამუშაოების გამო, 8 დაინფიცირებული გორილა COVID – 19-სგან, უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, სან-დიეგოს ზოოპარკის გორილების მონახულება დამთვარიელებელთათვის ნებადართულია.
კომენტარები