• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე ზენონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:23 02-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი მედიაში პატრიარქისადმი გაგზავნილი მისი წერილის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

“მსურს გამოვეხმაურო გასული ორი დღის განმავლობაში შიდა საეკლესიო ოფიციალური მიმოწერის გავრცელებას სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ თავად შიდა მიმოწერის გავრცელება მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე სცდება საზოგადო ეთიკის ნორმებს.
ასევე, შეინიშნება აღნიშნული დოკუმენტების გამსაჯაროებლის არაკეთილმოსურნეობა საქართველოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების ისტორიული და ძმური ურთიერთობისადმი.

შეკითხვებს ბადებს დასახელებული წერილების და მათში შესული ინფორმაციის უსწრაფესი თარგმნა და გავრცელება მცხეთისა და კონსტანტინოპოლის საყდართა შორის დაპირისპირების მცდელობით დაინტერესებულ უცხოენოვან მედია სივრცეშიც.

ვადასტურებ რა, ჩემი სახელით, მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე გასაჯაროებული წერილის ავთენტურობას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დასახელებული კორესპონდენცია წარმოადგენს სავსებით ნორმალური ხასიათის საქმიან საბუთს, რომლის მსგავსიც ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის არქივში მრავლად მოიძებნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ზენონისა და პატრიარქის მიმოწერა “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ” თვითნებურად გაავრცელა. წერილი 2020 წლის 13 ივლისით თარიღდება და მასში ეპისკოპოს ზენონის მიერ სასულიერო პირის განტევების შესახებაა საუბარი, რა გადაწყვეტილებითაც, მასთან შეუთანხმებლობის გამო, პატრიარქი უკმაყოფილოა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved