• რეკლამა
  • კონტაქტი
12:58, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ გადაუხადა მადლობა ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს

ალია ავტორი - ალია
12:27 02-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

“დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – ამის შესახებ დავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნული ტელეკომპანის ეთერის საშუალებით საქართველოს საპატრიარქოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს უმაღლეს საეკლესიო კრებას, წმინდა სინოდს, მის ყველა წევრს, რომ გაგებით ეკიდებიან იმ საშიშროებას, რაც დგას პანდემიიდან გამომდინარე მოსახლეობის ჯანმრთელობის წინაშე, ისევე, როგორც გაზაფხულზე გვერდში ამოუდგნენ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, რომ გაზაფხულის ტალღა გამოვიარეთ შედარებით უფრო ნაკლები დაზიანებით.

დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან. ურთიერთგაგება ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა იზიარებს, რომ პანდემიის დამთავრების გზა გადის ვაქცინაციაზე და გასაგებია, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა სწორი ინფორმაციიის მიტანაში არის განსაკუთრებული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია, როგორც ყველაზე დიდი პატივსაცემი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ძალიან დიდ როლს ითამაშებს წელს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ჰქვია პანდემიის დამარცხების ბოლომდე მიყვანა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წმინდა სინოდის სხდომაზე ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელეს. როგორც განჩინებაშია ნათქვამი, – “ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved