თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი მოპედს შეეჯახა, შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა.
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები