• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია და სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, არ თქვა ჩემი მო­საზ­რე­ბა…“ – მამა პეტრე

ალია ავტორი - ალია
15:37 02-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნოდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სხდო­მა­ზე დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლოს მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნო­ზი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა მი­სა­მარ­თით დიდი ხა­ნია, უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს.

“წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ გე­რა­სი­მეს (შა­რა­შე­ნი­ძე) მოხ­სე­ნე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლოს მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა მი­სა­მარ­თით დიდი ხა­ნია, უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფელ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით (რის გა­მოც მმარ­თვე­ლი მღვდელმთავ­რის მიერ დრო­ე­ბი­თ სას­ჯე­ლიც ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი).

ყუ­რა­დღე­ბა, ასე­ვე, გა­მახ­ვილ­და 2020 წელს მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში დი­ა­კონ ირაკ­ლის (ჯინ­ჯო­ლა­ვას) გა­დას­ვლის პრო­ცე­დუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­და.

წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნა­ჩი­ნა:

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სი­ნო­და­ლურ­მა კო­მი­სი­ამ მო­ის­მი­ნოს დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რე­პი­კო­პო­სის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლო­ე­ბის მმარ­თვე­ლის, ზე­ნო­ნის (ია­რა­ჯუ­ლი) პო­ზი­ცია შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის” – ნათ­ქვა­მია სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს პეტ­რე კოლ­ხი, რო­მელ­თა­ნაც დე­კა­ნოზ ჭიღ­ლა­ძეს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვს:

“მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია და სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წი­ნა­შე არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, არ თქვა ჩემი მო­საზ­რე­ბა…ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წინ ხდე­ბო­და… ის ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. ყვე­ლას ახ­სოვს მისი სტუ­დენ­ტო­ბა… აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა. პა­ტი­ოს­ნე­ბა და ღირ­სე­ბა.ხა­ლი­ან ბევრ კარგ ის­ტო­რი­კოს­ზე უკეთ იცის სამ­შობ­ლოს ის­ტო­რია, წყა­როთმცოდ­ნე­ო­ბა და ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა…მახ­სოვს მისი ჯან­სა­ღი და სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ზე, მრევლზე, ქვე­ყა­ნა­ზე.

უამ­რავ­ჯერ მი­კა­მა­თია და ყვე­ლა მსჯე­ლო­ბა მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლით, ტკი­ვი­ლით იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ის არ მოხ­ვედ­რი­ლა ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში შემ­თხვე­ვით, იმის გამო, რომ სხვა­გან ვერ და­იმ­კვიდ­რებ­და ად­გილს. ის წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძობ­და გზას, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში…ზუს­ტად მახ­სოვს, რო­გორ გა­ნიც­დი­და, როცა მღვდლად ხელ­ფას­ხმა­ზე არ­ჩე­ვა­ნი მიდ­გა. დიახ, ეს იყო მისი არ­ჩე­ვა­ნი… არა ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო, (რო­გორც ეს ხში­რად ხდე­ბა) არა­მედ მარ­თლაც თავ­და­დე­ბით ჩად­გა ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში…ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა, ყვე­ლას უხა­რო­და მისი ნახ­ვა…

ვიცი მისი ხა­სი­ა­თი, არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას, სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბას, არა­ნამ­დვი­ლო­ბას…არც მე მომ­წო­ნა მისი ძა­ლი­ან მწა­რე გა­მოს­ვლე­ბი, შე­ეძ­ლო მეტი კო­რექ­ტუ­ლო­ბა, მაგ­რამ ეს ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბაა და ხა­სი­ა­თიც იმ­დე­ნია, რამ­დე­ნიც ადა­მი­ა­ნი…დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და არც ერთი მხა­რე და­ზა­რალ­დე­ბა.

არ მსურს ჩემ­მა ეკ­ლე­სი­ამ დე­კა­ნოზ ილია ჭიღ­ლა­ძის­ნა­ი­რი პროგ­რე­სუ­ლი, ნა­კი­თხი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­კარ­გოს… ის არ და­ი­კარ­გე­ბა, გზას ყველ­გან მო­ნა­ხავს, ადა­მი­ა­ნე­ბი კი, ეკ­ლე­სი­ა­ში მისი არ­ყოფ­ნით ბევ­რს და­კარ­გა­ვენ…ისიც ვიცი, მას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს და მისი გა­მოს­ვლე­ბის მხო­ლოდ პრო­ლო­გია… არ მინ­და ში­ნა­არსზე გა­და­ვი­დეს…

და ბო­ლოს, დე­კა­ნო­ზი ილია ჭიღ­ლა­ძე ჩემი დის მე­უღ­ლეა… მე სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად მიყ­ვარს ჩემი და, მისი ორი ან­გე­ლო­ზი შვი­ლით და არ მსურს, პა­ტა­რებ­მა უსა­მარ­თლო­ბა, ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბა ნა­ხონ…ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­ფიქ­რდეთ!..დავ­სვათ ობი­ექ­ტუ­რი კი­თხვა, რა აწუ­ხებს უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წილ სა­სუ­ლი­ე­რო პირს?!პა­სუხს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვი­ღებთ… მთა­ვა­რია კი­თხვის დას­მის სურ­ვი­ლი გაგ­ვიჩ­ნდეს!..” – წერს პეტ­რე კოლ­ხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved