• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია თურნავა: ორშაბათიდან გრძელდება ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია

ალია ავტორი - ალია
13:33 02-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ორშაბათიდან გრძელდება ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია, იხსნება ღია სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა როგორც რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის.

„ორშაბათიდან გრძელდება შეზღუდვების წერტილოვანი მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია. იხსნება სარესტორნო ბიზნესის ღია სივრცეები. კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, კვალავაც, არამარტო სარესტორნო ბიზნესის, არამედ ყველასთვის რჩება ღამის საათების შეზღუდვა. შაბათ-კვირის შეზღუდვა, როგორს რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ეტაპობრივობის პრინციპი. ერთი მხრივ, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან კონტროლის ქვეშ გვყავს აყვანილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეტ-ნაკლები სტაბილიზაციაა, მაგრამ, ყოველთვის არსებობს საფრთხე, ერთიანად რომ გავხსნათ ყველაფერი და ყველა შეზღუდვა მოვხსნათ, ამან ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს. კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. მათ უნდათ მეტი, არამარტო ღია სივრცეები, დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის, ასევე, საათების შეზღუდვის მოხსნა, რაც გასაგებია ბიზნესის თვალსაზრისით. მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის, რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს ყველაფრის ლიბერალიზაციის პოლიტიკის უკან გამოთხოვა და შეზღუდვების დაწესება. მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, წინა კვირაშიც ჩემი მოადგილე და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ეკონტაქტა, საუბრობენ, თუ რა დამატებითი პასუხისმგებლობა აიღონ რესტორნებმა, რომ უფრო მიმზიდველები იყვნენ კლიენტისთვის, როგორც უსაფრთხო მომსახურების ობიექტი. შემდეგ კვირაში, მეც ვგეგმავ მათთან შეხვედრას, ვისაუბრებთ გახსნის პირველი დღიდან, რა ტენდენციები ჩანს“, – განაცხადა ნათია თურნავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved