• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე” – რას წერდა 14 წლის გოგო თვითმკვლელობამდე? – “მთავარი დამნაშავე ცალსახად არის სახელმწიფო!”

ალია ავტორი - ალია
15:08 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

10 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის მოზარდი გოგონა საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაში.

jam-news.net-ის მტკიცებით, ნინის სიკვდილამდე ჰქონდა პირადი დღიური, სადაც ის ჩანაწერებს აკეთებდა.

„მისი ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერია ასეთია: „სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე“. ფაქტია, რომ ბავშვი მოლოდინში იყო, რომ დასჯიდნენ იმას, ვინც ასე მოექცა,“ – ამბობს გამოცემასთან ოჯახის ახლობელი. მისი თქმით, ნინის ბლოკნოტი ახლა პოლიციას აქვს.

10 დეკემბერი

10 დეკემბერს ნინი ქობულეთის პოლიციის შენობაში იჯდა და გამომძიებლის კითხვებს პასუხობდა

ეს ის დღე იყო, როდესაც ნინის ოჯახმა საჩივარი შეიტანა პოლიციაში ძალადობაზე.

ნინი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს. სოცმუშაკმაც იმავე დღეს, პოლიციის შენობაში შეიტყო ნინიზე ძალადობის შესახებ.

ნინის ყველაფერი დეტალურად ახსოვდა – როგორ გაიცნო ნიკა, რაზე საუბრობდნენ, როგორ შეხვდნენ, შემდეგ რა მოხდა.

ნინის ჩაუტარეს ექსპერტიზა – უნდა დაედგინათ, მართლა ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი. ამის შემდეგ გაუშვეს სახლში და უთხრეს, რომ თბილისიდან ექსპერტის პასუხების ჩამოსვლისთანავე დაიბარებდნენ.

ამ დღიდან ზუსტად ორი თვის თავზე, 10 თებერვალს მოზარდმა თავი მოიკლა.
სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებმა რომ ძალიან დაიგვიანა, ამას ყველა სატელევიზიო ინტერვიუში იმეორებს გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა.

jam-news.net-ის ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხები ქობულეთში გასულ კვირას ჩავიდა, თითქმის ორი თვის თავზე. ნინის ოჯახს ამის შესახებ, სავარაუდოდ, 3 თებერვალს შეატყობინეს და ნინი დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

ეს იყო ნინი ბოლო ვიზიტი პოლიციაში. ის სოციალურ აგენტის თანდასწრებით გამოკითხეს და მალევე გაუშვეს.

„იქ იყო მითითებული, რომ არის დაზიანება მარჯვენა ფეხზე. სისხლჩაქცევა მცირედი. რადგან ეს დაფიქსირდა, ნინი დაიბარეს დასაზუსტებლად თუ რას უკავშირდებოდა ეს სისხლჩაქცევა. ნინიმ თქვა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი და ეს ძალადობის საქმეს არ უკავშირდებოდა“.

გარდა ამისა, ექსპერტიზა ადასტურებდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი სქესობრივ კონტაქტს, თუმცა ვინაიდა ექსპერტიზა შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა, ის ვერ ადგენდა, ეს იყო თუ არა შეღწევის პირველი შემთხვევა.

„ალბათ ფიქრობდა, რომ როგორც კი ექსპერტიზის პასუხი იქნებოდა, ბიჭს ეგრევე დააკავებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. იქ დარჩა კიდევ კითხვები, ასეთი ამბის დამტკიცება ხომ არ არის ადვილი. როგორ უნდა დაამტკიცო? ნინის ის ფაქტი აწვალებდა, რომ ყველას მასში ეჭვი ეპარებოდა მაინც და რომ სიმართლე ცალსახა არ იყო ყველასთვის“.

ოჯახის ახლობელი იმასაც ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ნინის ოჯახმა პოლიციაში განაცხადა, ბიჭის მშობლები ეკონტაქტებოდნენ მის ბაბუას და ნათესავებს და არწმუნებდნენ, რომ საჩივარი გაეტანათ.

ნინის შემთხვევა განსაკუთრებულია – ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ისტორია სისტემამ არა მისი თვითმკვლელობის მერე, არამედ გაცილებით ადრე შეიტყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერც ოჯახმა, ვერც სამართალდამცავებმა, ვერც სოციალურმა სამსახურმა ვერ შეძლო.

“ამ ვითარებაში მთავარი დამნაშავე ცალსახად არის სახელმწიფო – სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ბავშვთან შესაბამისი პირების ჩართულობა,” – ამბობს თამარ ლუკავა, ორგანიზაცია საფარის იურისტი.

ეს ორგანიზაცია ქვეყანაში წლებია ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავს. იურისტი ამბობს, რომ მუდმივად აწყდებიან საქმეებს, სადაც მთავარი პრობლემა გამოძიების და ექსპერტიზის ხანგრძლივი დროით გაჭიანურებაა.

“პარადოქსია, რომ საქმეებში, სადაც ბავშვებს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ, დევნა რა არის დაწყებული. ანუ პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაული მოხდა, გვყავს დაზარალებული, მაგრამ არა გვყავს დამნაშავე”, – ამბობს ლუკავა.

მისი თქმით, ძალიან დიდხანს უწევთ ქალებს და ბავშვებს ექსპერტიზის დასკვნის ლოდინი.

“შეიძლება საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა იყოს დანიშნული, მაგალითად, სამედიცინო, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური. მოვიდეს ერთი ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მოხდა დანაშაული, მაგრამ რატომღაც ელოდებიან სხვა ექსპერტიზის დასკვნებსაც. ასეთ საქმეებზე ხომ წარმოუდგენელია რომ იყოს ბევრი მტკიცებულება? პირდაპირი მოწმე ხომ არ ეყოლება, მაგალითად, პედოფილიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებული და მისი ჩვენება და ამას არ ითვალისწინებს პროკურატურა”, – ამბობს ლუკავა.

წყარო: jam-news.net

თეგები: 14 წლის ნინის თვითმკვლელობის საქმეკრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved