• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური “დრეს კოდი” – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
17:34 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
534

მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ კა­მე­რე­ბის წინ ოფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში, მათი ყო­ველ­დღი­უ­რი გარ­დე­რო­ბი ძი­რი­თა­დად კოს­ტი­უ­მის­გან, პე­რან­გე­ბის­გან და ჰალ­სტუ­ხე­ბის­გან შედ­გე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კის მიღ­მა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოდა, სრუ­ლი­ად არა­პო­ლი­ტი­კუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

AMBEBI.GE-მ შე­აგ­რო­ვა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მა­მა­კა­ცე­ბის არა­პო­ლი­ტი­კუ­რი “ლუ­ქე­ბი”, სა­დაც ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შლი­ა­პით ჩანს, ზოგ­საც ჰუდი ან შორ­ტე­ბი აც­ვია…

  • კახა კა­ლა­ძე

პირ­ვე­ლი იყო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ჩაც­მუ­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გვი­ნა­ხავს.

მის გან­სხვა­ვე­ბულ სტილ­ზე დღემ­დე ხში­რად იწე­რე­ბა მე­დი­ა­ში. ვი­ცით ისიც, რომ თბი­ლი­სის მე­რის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მისი დი­ზა­ი­ნე­რი მე­უღ­ლე, ანუ­კი არე­ში­ძეც ზრუ­ნავს. კა­ლა­ძე უარს არ ამ­ბობს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბრენ­დებ­ზე, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად აც­ვია დემ­ნა გვა­სა­ლი­ას Balenciaga-ს სა­მო­სი.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ჩაც­მუ­ლო­ბის გამო არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა სკან­დალ­ში. წო­ნის ხში­რი ცვლი­ლე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბას ვერც კი ას­წრებს.

  • გი­ორ­გი გა­ხა­რია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნახ­ვა ჰალ­სტუ­ხის გა­რე­შე თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლი…

  • არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ეკ­რან­ზე მუდ­მი­ვად კოს­ტი­უ­მით და ჰალ­სტუ­ხით გვი­ნა­ხავს, თუმ­ცა “ფე­ის­ბუ­ქის” და “ინ­სტაგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, მის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ჩაც­მუ­ლო­ბა­საც ნა­ხავთ.

  • ნიკა მე­ლია

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რეს “მა­ღალ მო­და­ში” ქურ­თუ­კე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით იც­ნო­ბენ.

ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის “ბარ­ბე­რის” ქურ­თუკ­მა მი­ი­პყრო და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნა­დაც იქცა.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ქურ­თუ­კის ფა­სი­თაც კი და­ინ­ტე­რეს­დნენ. “ბარ­ბე­რის” ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქურ­თუ­კი შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და მისი ფასი 1 100 ევ­როა.

  • მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ასეთ ფორ­მა­ში ალ­ბათ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს უნა­ხავთ…

  • პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ძვე­ლი სახე იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე, თუმ­ცა თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­შია, უპი­რა­ტე­სო­ბას ძი­რი­თა­დად სპორ­ტულ სა­მოსს ანი­ჭებს.

  • ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი

მე­გო­ბა­რი კახი კა­ლა­ძის მსგავ­სად, პარ­ლა­მენ­ტა­რი კო­ბი­აშ­ვი­ლი ხში­რად ჩნდე­ბა მო­დუ­რი სა­მო­სით ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე.

სხვა­თა შო­რის, მას და თბი­ლი­სის მერს ხში­რად აც­ვი­ათ ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი ფეხ­საც­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ა­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ის იტა­ლი­უ­რი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ტან­საც­მლის კომ­პა­ნი­ის, Loro Piana-ს ნა­მუ­შა­ვა­რია.

კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ გვერ­დზე ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი სხვა­დას­ხვა ფერ­ში იყი­დე­ბა და მისი ფასი 760 ევ­როა, რაც დღე­ვან­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით, 3 040 ლა­რია.

  • კახა კუ­ჭა­ვა

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი სახე, კახა კუ­ჭა­ვა ბა­ი­კე­რო­ბი­თა და მი­ზან­ში სრო­ლით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მისი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი “ლუ­ქე­ბიც” მისი გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სია.

  • მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე, “თი­ბი­სი ჯგუ­ფის” დამ­ფუძ­ნე­ბელს ხში­რად ნა­ხავ­დით ჯინ­სებ­სა და სპორ­ტულ სა­მოს­ში. მარ­თა­ლია, ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ ახლა მხო­ლოდ კოს­ტი­უ­მე­ბით გვევ­ლი­ნე­ბა, თუმ­ცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ზე ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფალ სტილს ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას.

  • და­ვით ბაქ­რა­ძე

ჯინ­სე­ბით ჩა­ა­ტა­რა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ვით ბაქ­რა­ძე­მაც. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებ­ზე პი­ჯა­კით და პე­რან­გით, თუმ­ცა ჯინ­სის შარ­ვლით, ხში­რად ჩნდე­ბო­და.

  • გიგი უგუ­ლა­ვა

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რის “ლუ­ქე­ბი” ხში­რად გამ­ხდა­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რო­ბის სა­გა­ნი

  • ლე­ვან ვა­შა­ლო­მი­ძე

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი სა­ხეა ლე­ვან ვა­შა­ლო­მი­ძე. მარ­თა­ლია, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა წა­ა­გო, მაგ­რამ მო­დუ­რი სა­მო­სის არ­ჩე­ვა­ში, აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბით იგებს.

  • გი­ორ­გი ვა­შა­ძე

“სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ლი­დე­რის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში ნახ­ვა, ძი­რი­თა­დად ოჯა­ხურ ფო­ტო­ებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე კი თით­ქმის ყო­ველ­თვის უჰალ­სტუ­ხოდ, ხში­რად პე­რან­გით ვხე­დავთ.

  • ბექა ოდი­შა­რია

“ოც­ნე­ბის” წევ­რის ლუ­ქე­ბი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში ის ხში­რად პარ­ლა­მენ­ტსაც სტუმ­რობს.

  • ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდში და შემ­დე­გაც, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის “დრეს კოდი” თით­ქმის ერ­თნა­ი­რია – პი­ჯა­კი, პე­რან­გი, ჯინ­სის შარ­ვა­ლი. თუმ­ცა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ბოლო დროს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი სხვა­დას­ხვა ფე­რის ყე­ლი­ან სვი­ტე­რებ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

  • ზაზა გა­ბუ­ნია

მარ­თა­ლია პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, თუმ­ცა ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ზაზა გა­ბუ­ნი­ას მოდა სხვა კო­ლე­გე­ბის­გან დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და – მისი ნახ­ვა ჰალ­სტუ­ხის გა­რე­შე ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად იგი ცხე­ნოს­ნო­ბამ გა­ი­ტა­ცა და სპორ­ტულ ფორ­მა­შიც უფრო ხში­რად იღებს ფო­ტო­ებს.

თეგები: პოლიტიკოსები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved