• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, კვირა, 19 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გუშინ სამწუხარო ინციდენტი მოხდა მთავარ არხსა და დავით ბერძენიშვილს შორის – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
14:38 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“მთავარი” არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს:

გუშინ, სოციალურ ქსელში, სამწუხარო ინციდენტი მოხდა მთავარ არხსა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, ბატონ David Berdzenishvili შორის. ბატონი დავითიც გულმხურვალეა საკუთარი პარტიის პოზიციების დაცვაში და მეც – საკუთარი არხის და ჟურნალისტების ინტერესების. ეს აღმოჩნდა, ჩემი აზრით, ინციდენტის წინაპირობა.

არ დავიწყებ მტყუან-მართლის გარჩევას, არც იმის გარჩევას, ქალბატონი Khatuna Samnidzeის გუშინ გამოთქმული პოზიცია რამდენად სწორად მიგვაჩნია (ამაზე გვაქვს ჩვენი აზრი, მისი დაფიქისრების ულფებასაც ვერავინ წაგვართმევს, რაც ვქენით კიდეც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის და შეფასების ფორმების ფარგლებში, კორექტულობის სრული დაცვით).

მნიშვნელობას მივანიჭებ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს არხს არაერთგზის დაუფიქსირებია საკუთარი უკიდურესად პოზიტიური დამოკიდებულება რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერების მიმართ და, რაც არ უნდა არ ვიზიარებდეთ მათ კონკრეტულ პოზიციას რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს პარტია მუდმივად რჩება ქართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ნაწილად. მთავარი არხი ინციდენტს ამოწურულად მიიჩნევს, კვლავ რჩება საკუთარი კეთილგანწყობილი პოზიციის ერთგულად რესპუბლიკური პარტიის მიმართ და წარმატებებს უსურვებს მას.”

თავის მხრივ, დავით ბერძენიშვილი, ასევე სოციალურ ქსელში, “მთავარი” არხის” ჟურნალისტს ბოდიშს უხდის და წერს:

“თეა, ბოდიშს გიხდი.

ახლა კი მესმის შენი პროფესიული ინტერესი, მაგრამ გამაკვირვა შენი მხრიდან იმის დაშვებამაც კი, რომ ხელისუფლებასთან ხომ არ გვქონია ფარული კონსულტაცია. ამის გამო ძალიან გავღიზიანდი და ცხელ გულზე დავწერე ის ტექსტი. მალევე წავშალე. ვწუხვარ ძალიან.

რესპუბლიკელებს გვგონია, რომ პარლამენტში შეუსვლელად (ამას ხაზს ვუსვამ), სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემის ერთჯერადი კენჭისყრის მცდელობა უფრო გვაახლოვებს მართლაც მრავალპარტიული პარლამენტით ხელისუფლების ცვლილებას, დაუმორჩილებლობის სტრატეგიით, მასშტაბური აქციებით გაზაფხულზე წელსვე პროპორციული არჩევნების მიღწევა კი გაცილებით პრობლემატური მგონია.”

ღრმა უსინდისობა, ვერაგობა და უმადურობაა ეს ძვირფასო რესპუბლიკურო პარტია – ნიკა გვარამია
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved