• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომპანია „საქნახშირი“ გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:50 02-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

კომპანია „საქნახშირი“ გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია.

„ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას.

10 თებერვალს, დღის 11:00 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა.

საერთო ჯამში, იანვრის მონაცემები და უბნების მიერ მოპოვებული ნახშირის რაოდენობა ასეთია:

II უბანმა 6 100 ტონა მოიპოვა და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ₾ დღეზე.

VI უბანმა მოიპოვა 5 405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1 % – ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ₾ დღეზე.

IV უბანმა მოიპოვა 4 660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ₾ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს. რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა.

N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.

თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათია, 11 მეშახტე შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved