• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობს ივერი მელაშვილი სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზე? – “იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე”

ალია ავტორი - ალია
14:16 02-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

საზოგადოებამ იცის, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რას ცვლის საქმეში მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 12 მაისის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ შეთანხმება შედგა და სიმაღლე რჩება აზერბაიჯანულ მხარეს, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს, დეტალებში შევიდეს.

„შეგნებულად არ მინდა, დეტალებში შევიდე. ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს. რა თქმა უნდა, იყო, ეს იცის საზოგადოებამ, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე, განხილული იყო ეს საკითხები. ყველაფერს თავისებური განმარტება აქვს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ასეთი შეთანხმება შედგა, ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა კომენტარები.

„მე არ შემიძლია, ახლა მაგაზე კომენტარები გავაკეთო. თვითონ ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები. რა თქმა უნდა, იყო განხილვები რაღაც დონეზე, მათ შორის, მაგის თაობაზე“, – აღნიშნა მელაშვილმა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ კომისიამ თუ მიიღო რაიმე დირექტივა, რომ სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში უნდა ემუშავა, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ საქმის დეტალებში ვერ შევა.

„გითხარით უკვე, რომ დეტალებში არ შევდივართ. სასამართლო მიმდინარეობს. ეს განხილვის საგანია. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ კიდევ ერთხელ, რაშიც ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ეს ისაა, რომ მეც და ნატალიაც უბრალოები ვართ ამ საქმეში“, – დასძინა ივერი მელაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის გვერდზე იძებნება. 

თეგები: დავით გარეჯიივერი მელაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved